ადგილობრივი მმართველობის აპარატი ერთიანი საქართველოს სახელმწიფოს ტერიტოტიულ პრინციპზე იყო დაფუძნებული. სამეფოს ტერიტოტია სამხედრო – ადმინისტრაციული ერთეულებად – საერისთავოებად და სამეფო დომენად – იყოფოდა. საერისთავოებს სათავეში ედგნენ ერისთავები და ერისთავთ–ერისთავები, რომელთაც ხელთ ეპყრათ ადმინისტრაციული  და სასამართლო ძალაუფლება. ერისთავები სამეფო ხაზინაში გადასახადების შემოტანას ადევნებდნენ თვალყურს. ომის დროს მათ თავიანთი საგამგეოდან შესაბამისი სამხედრო ძალა გამოჰყავდათ. ერისთავებს მეფე ნიშნავდა და ისინიც მას ემორჩილებოდნენ. ერისთავები განსაკუთრებული სარგოს სახით მოსახლეობისაგან „საერისთავო“ გადასახადს იღებდნენ. ერისთავის შემდეგ საერისთავოში უმაღლესი მოხელე გამგებელი ჩანს. საერისთავოების ადმინისტრაციულ და ფინანსურ საქმეებს ერისთავებზე დამოკიდებული მწიგნობართუხუცესები და მოლარეტუხუცესები განაგებდნენ. საერისთავოები თავის მხრივ სახევისთავთსახევისუფლოებად და საციხისთავოებად იყოფოდა; ციხისთავსა და ხევისუფალს საერისთავოში მნიშვნელოვანი როლო ეკისრებოდათ.

 საქართველოს სახელმწიფო საზღვრებზე არსებობდა საერისთავოთა ერთი ნაწილი, რომელთაც მონაპირე ერისთავები ეწოდებოდათ. მონაპირე ერისთავებს ევალებოდათ: საქართველოს საზღვრების დაცვა, სამხედრო დაზვერვის წარმოება და სამეფო კარისთავის მეზობელი ქვეყნების მდგომარეობის შესწავლა და შეტყობინება.

  ერისთავები სახელმწიფო საბჭოს სხდომებში მონაწილეობს იღებდნენ და განსაკუთრებული უფლებებით სარგებლობდნენ.

 საქართველოს ერთიანი სამეფოს დაშლილობის ხანისა და ცალკეულ სამეფო–სამთავროებად დაშლის შემდეგ ერისთავთა და დიდებულთა ერთი ნაწილი სათავადოების ნახევრად–დამოუკიდებელ მფლობელად იქცა, რომელთა მამულები მემკვიდრეობით გადაეცემოდა.

იოსებ ბიჭიკაშვილი


კომენტარები

gb  rs t