ამირსპასალასალარი, ანუ სამხედრო უწყების ხელმძღვანელი, განაგებდა მუდმივ ჯარს, მეფის მონასპას, საფეოდალოებიდან გამოყვანილ ლაშქარს და დაქირავებულ რაზმებს.

 გამუდმებულ საომარ მდგომარეობაში მყოფი საქართველოსათვის ამორსპასალარის თანამდებობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა. ლაშქრობის დროს ჯარებს მეფე ხელმძღვანელობდა, ხოლო მისი არყოფნის დროს, მთავარსარდლის ფუნქციებს ამორსპასალარი ასრულებდა . ქართველი უფლისწული ბატონიშვილები თავიდანვე ემზადებოდნენ სამომავლო ლაშქრობებისთვის, ამიტომ ამირსპასალარის სახელოს მფლობელს მათი სამხედრო აღზრდის საკითხის მოგვარებაც ევალებოდა. ხშირად ამირსპასალარის ტახტის მემკვიდრის აღმზრდელს – ათაბაგის თანამდებობას უთავსებდნენ.

  მშვიდობიანობის დროს ამირსპასალარი ჯარების წვრთნისა და მათი მომზადებოს საკითხებს განაგებდა. ამასთანავე, მეციხოვნეთა გარნიზონებს პირადად ამოწმებდა.

 სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად, ქვეყნის თავდადებულ მეომრებზე მიწების მფლობელობაში გადაცემის საკითხებს, მეფე სამხედრო მინისტრთან ათანხმებდა.

  სამეფო სასახლის ცერემონიებზე ამირსპასალარს თვალსაჩინო ადგილი ეკავა, ხოლო მეფედ კურთხევის დროს გამორჩეული უფლება ჰქონდა, კერძოდ, ხელმწიფეს წელზე ხმალს არტყამდა, რაც სრული სამხედრო ძალაუფლების მინიჭებას ნიშნავდა.

  ამირსპასალარის სახელმწიფო სამსახური სხვადასხვა რანგის მრავალრიცხოვანი მოხელეებისგან შედგებოდა. ყველა სპასალარი, გარნიზონის მეთაური იყო ცალკეული რაზმის ხელმძღვანელი მას ემორჩილებოდა. ამირსპასალარსა და მის ქვეშევრდომებს იარაღის მუდმივად ტარების უფლება ეძლეოდათ. საქართველოს ერთიანი სამეფოს დანაწილების შემდეგ ამირსპასალარის თანამდებობა მოისპო.

იოსებ ბიჭიკაშვილი


კომენტარები

ka    ru