საქართველოში ათაბაგი ერთ–ერთი უპირველესი ვაზირი იყო, რომლის უმნიშვნელოვანეს ფუნქციას ტახტის მემკვიდრის აღზრდა წარმოადგენდა. ათაბაგობის დამკვიდრება საქართველოში, მსხვილი ფეოდალების განდიდების ტენდენციის ზრდის შედეგად მოხდა. თავისი პატივით, თავიდან, იგი ვაზირთა შორის მეორეა მწიგნობართუხუცეს–ჭყონდიდელის შემდეგ, თუმცა იმთავითვე დაუპირისპირდა პირველი ვაზირის თანამდებობას. ხშირად ათაბაგობასთან ამირსპასალარობაც იყო შეთავსებული. საქართველოს პოლიტიკური დაშლის შედეგად ათაბაგის, როგორც ვაზირის, სახელო მოისპო. „ათაბაგობა“ სამცხის მთავართა ტიტულად იქცა.

იოსებ ბიჭიკაშვილი


კომენტარები

gb  rs t