მთავრობის მეთაური და პირველი მინისტრი, მწიგნობართუხუცეს–ჭყონდიდელი, ვაზირთა შორის მეფის უახლოესი მრჩეველი, თანაშემწე და მოადგილე იყო. იგი მეფის „მამად“  მოიხსენიებოდა. მას ხელი მიუწვდებოდა სახელმწიფოს ყველა უწყებასა და დაწესებულებაზე. მწიგნობართუხუცეს–ჭყონდიდელი ერთსა და იმავე დროს მეფის მოხელეც იყო და დიდი საეკლესიო თანამდებობის  პირიც მეფეს მისი საშუალებით ადვილად შეეძლო საეკლესიო საქმეებში ჩარევა.

 მწიგნობართუხუცეს–ჭყონდიდელს  ევალებოდა სახელმწიფო ქონების ყოველწლიური აღწერა და კონტროლი, რაც სამეფო საქმეების მოსაწესრიგებლად იყო აუცილებელი. არსენალის (ზარდახანის) შემოწმების დროს მასთან ერთად მონაწილეობდა ზარდახნის მწიგნობარიც, ხოლო საწოლი დარბაზის შემოწმებისას – საწოლის მწიგნობარი, რომელიც განსაკუთრებით გამოირჩეოდა მწიგნობართუხუცეს–ჭყონდიდელზე უშუალოდ დაქვემდებარებულ მოხელეთა შორის.  საწოლის მწიგნობარი მწიგნობართუხუცეს–ჭყონდიდელის მოადგილედ ითვლებოდა და სავაზიროს სხდომებსაც ესწრებოდა. ფეოდალურ საქართველოსი დასტურდება 26 მწიგნობრის არსებობა, მათ ჰქონდათ განსაკუთრებული სამოხელეო ნიშანი, ე.წ. „საწერელი“.

  მწიგნობართუხუცეს–წყონდიდელი უმაღლესი სასამართლო ძალაუფლებით იყო აღჭურვილი. იგი „სააჯო კარს“  ედგა სათავეში. წიგნობართუხუცეს–ჭყონდიდელს, მეფის სახელით. თავის თანაშემწე, საწოლისა და ზარდახანის მწიგნობართუხუცესთან ერთად, განაჩენი გამოქონდა.

 სავაზიროში ომისა და მშვიდობის გამოცხადება, თუ სხვა მსგავსი უმნიშვნელოვანესი საკითხები მეფისა და მწიგნობართუხუცეს–ჭყონდიდელის ხელმძღვანელობით წყდებოდა.

 მწიგნობართუხუცეს–ჭყონდიდელი, საეროსთან ერთად, საეკლესიო ძალაუფლებასაც ფლობდა. მას ექვემდებარებოდნენ სახელმწიფო მონასტრებისა და მთლიანად ეკლესიის ხელისუფალნი. პირველი მინისტრის პატივთა შორის ისტორიული წყარო გვამცნობს, რომ როდესაც მას სასახლიდან მიაცილებდნენ, მსახურები ორი ანთებული ჩირაღდნით უნათებდნენ გზას; ეს მაშინ, როდესაც ათაბაგს, ამირსპასალარსა და მანდატურთუხუცესს ერთი  ჩირაღდნით მიჰყვებოდნენ. სხვები ასეთ პატივს საერთოდ მოკლებულნი იყვნენ.

 ამ მნიშვნელოვანი თანამდებობის ზეგავლენა, დროთა განმავლობაში, დაქვეითდა და ХVს–ის ბოლოს საბოლოოდ მოისპო, რისი მიზეზიცაა საქართველოს პოლიტიკური და ეკლესიური დაშლა.

იოსებ ბიჭიკაშვილი

 


კომენტარები

gb  rs t

დაიბეჭდა ჩემი პუბლიკაცია სახელწოდებით „დოკუმენტები ცხადყოფენ“. ეს არის დაგვიანებული პასუხი „ბაგრატოვანთა სახლის“ ისტორი...

Опубликовано Iuri Chikovani 20 июня 2017 г.
/////