სახელმწიფოს მმართველობა XII-XIII საუკუნეებში. 
 ერთიანი საქართველოს სახწლმწიფო მმართველობა დიდ და რთულ მექანიზმს წარმოადგენდა. იგი გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფეების დროს ჩამოყალიბდა, დროთა განმავლობაში იცვლებოდა და XIII საუკუნის დასაწყისში ერთიანი, ძლიერი ფეოდალური მონარქიის პირობებში, დასრულებული სახე მიიღო.                 

 უზენაეს ხელისუფალს წარმოადგენდა მეფე, რომელიც შეუზღუდავი უფლებებით სარგებლობდა. მეფესთან არსებობდა ფეოდალთა სათათბირო ორგანო – დარბაზი. იგი დიდებულ ერისთავთა და ადგილიბრივ გამგებელმოხელეთა დაწესებულება იყო. დარბაზის სხდომებზე, ანუ „დარბაზობაზე“, უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი საკითხები წყდებოდა: საკანონმდებლო, ომის გამოცხადება დაზავება, დიდ ხელისუფალთა დანიშვნა და სხვ. ეწყობოდა საზეიმო სხდომებიც, რასაც „დიდი დარბაზობა“ თავმჯდომარეობდა. დავით აღმაშენებლის მიერ იქმნება პირველი ვაზირის – მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის სახელო. დავით აღმაშენებლიდან მოყოლებული, სამეფო ხელისუფლების მმართველობითი აპარატი იზრდება და თანდათანობით იხვეწება. ყალიბდება მეფესთან არსებული მმართველ– განმკარგულებელი ორგანო – სავაზირო – თავისი სამოხელეო აპარატით. ერთიანი ცენტრალიზებული სამეფოს ხანაში საქართველოს საქართველოს მართვა – გამგეობა სწორედ სავაზიროს საშუალებით ხორციელდებოდა. ეს იყო გაერთიანებული ფეოდალური საქართველოს მთავრობა, რომლის თითოეულ წევრს გარკვეული უწყება ებარა და რომლითაც მეფე ეთათბირებოდა უმნიშვნელოვანესი სათათბირო საქმეების გადაწყვეტისას.

 სამეფოს უმაღლესი თსანამდებობის პირები (მინისტრები) არაბული ტერმინოლოგიით ვაზირებად იწოდებოდნენ. თამარ მეფემ ახალი ვაზირის – ათაბაგის – თანამდებობა შემოიღო. რუსუდანის მეფობის დროს, მსახრთუხუცესიც ვაზირის რანგში  აიყვანეს. საქრთველოს სამეფოს სავაზირო, ჩამოყალიბებული სახით, საბოლოოდ, შედგებოდა: მეჭურჭლეთუხუცეს – ჭყონდიდელის, ათაბაგის, ამირსპასალარის, მანდატურთუხუცესის, მეჭურჭლეთუხუცესისა და მსახურთუხუცესისაგან. ვაზირთაგან მწიგნობართუხუცესი – ჭყონდიდელი მეფის შემდეგ პირველი პირი და მთავრობის მეთაური იყო; დანარჩენები, შესაბამისი საპატიო სახელოების მიხედვით, ორ ჯგუფად იყოფოდნენ: ათაბაგი, ამირსპასალარი და მანდანტურთუხუცესი შეადგენდა „სამ ვაზირთა“ ჯგუფს, რომელიც უფრო მაღლა იდგა „ორ ვაზირთა“ ჯგუფზე – მეჭურჭლეთუხუცესისა და მსახრთუხუცესის შემადგენლობით. ყველა ვაზირს, ათაბაგის გარდა, თავისი განსაკუთრებული ფუნქცია ჰქონდა. ისინი სხვადსხვა რანგის მრავალრიცხოვან მოხელეთა შტატისაგან შემდგარ განსაკუთრებულ უწყებებს ხელმძღვანელობდნენ.

  ქართული სამოხელეო აპარატი ორი ნაწილისაგან შედგებოდა: „დარბაზის რიგის“ მოხელენი რომლებიც სამეფო კარზე მსახურობდნენ, რითაც ცენტრალურ აპარატს ქმნიდნენ და მეორე „საქვეყნოდ გამრიგენი“ ანუ ადგილზე დანიშნული მოხელენი, რომლებიც ცენტრის ნება – სურვილს აღასრულებდნენ სხვადსხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში.

 საქართველოს ძლიერების პერიოდის სახელმწიფოს საზღვრებში არაქართული ტერიტორიებიც შემოდის. იქმნება მათი მართვის სისტემაც: სამეფო ტახტი ერთ ნაწილს უშუალოდ იერთებდა, ქვეყნის ფარგლებში აქცევდა და ისე მართავდა; მეორეს ყმადნაფიცისა და მოხარკის მდგომარეობაში აყენებდა.

იოსებ ბიჭიკაშვილი


კომენტარები

gb  rs t