ბესარიონ
ლევანის ძე
ღოღობერიძე
თბილისი - სანქტ-პეტერბურგი - ქუთაისი
ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის თავჯდომარე
ქუთაისი
საქართველო - იმერეთი - პატარა-ჯიხაიში

 ბესარიონ ლევანის ძე ღოღობერიძე (1832 - 1879) - პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, "ქშწ-კგ საზოგადოების" ერთ-ერთი დამაარსებელი, ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის დამაარსებელი და პირველი თავჯდომარე. დამთავრებული ქონდა პეტერბურგის უნივერსიტეტის მათემათიკის ფაკულტეტი. 1863 წელს ბ. ღოღობერიძემ უარი თქვა პეტერბურგის უნივერსიტეტში დარჩენაზე  პროფესორობისთვის მოსამზადებლად, დაბრუნდა სამშობლოში და პედაგოგიურ მოღვაწეობას მიჰყო ხელი. იყო თბილისის პირველი გიმნაზიის მასწავლებელი, ქალთა ინსტიტუტის ინსპექტორი, თბილისის გუბერნიის სახალხო სკოლების ინსპექტორი. სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა ქუთაისში, სადაც ხელმძღვანელობდა მის მიერვე დაარსებულ საადგილმამულო ბანკს, ამ საქმეში მისი უპირველესი შემწე და თანამდგომი ილია ჭავჭავაძე იყო. ბესარიონ ღოღობერიძე გარდაიცვალა ქუთაისში, დაკრძალულია მშობლიურ სოფელ პატარა-ჯიხაიშში.

ტახტის - აზნაური (იმერეთი)

კომენტარები

cackle_widget = window.cackle_widget || []; cackle_widget.push({widget: 'Comment', id: 12887}); (function() { var mc = document.createElement("script"); mc.type = "text/j-avascript"; mc.async = true; mc.src = ("https:" == document.location.protocol ? "https" : "http") + "://cackle.me/widget.js"; var s = document.getElementsByTagName("script")[0]; s.parentNode.insertBefore(mc, s.nextSibling); })();

gb  rs t

დაიბეჭდა ჩემი პუბლიკაცია სახელწოდებით „დოკუმენტები ცხადყოფენ“. ეს არის დაგვიანებული პასუხი „ბაგრატოვანთა სახლის“ ისტორი...

Опубликовано Iuri Chikovani 20 июня 2017 г.
/////