ივანე ქაიხოსროს ძე
აბაშიძე
? - 1822
1820 წლის იმერეთის აჯანყება

 იოანე (ივანე) ქაიხოსროს ძე აბაშიძე - იმერეთის 1820 წლის აჯანყების მეთაური და იმერეთის მეფედ დასახელებული კანდიდატი. დედით სოლომონ I-ის შვილიშვილი. როდესაც იმერეთის აჯანყების ჩახშობის შემდეგ იმერეთის მღვდელმთავრები დოსითეოსი, ექვთიმე და სხვები რუსეთში გადაასახლეს, მთავარმართებელ გენ. ერმოლოვის ბრძანებით უნდა დაეჭირათ იოანე აბაშიძეც, მაგრამ იგი გაიქცა გურიაში თავის ცოლისძმა გიორგი გურიელთან. იმერეთის ახლად დანიშნული მმართველი პოლკოვნიკი ი.ო. პუზირევსკი, ცნობილი თავის დაუნდობლობით და ხალხის სიძულვილით, დაედევნა მას შესაპყრობად. გურიაში ჩასული პუზირევსკი იოანე აბაშიძემ, ნიკოლოზ აბაშიძემ და ქაიხოსრო გურიელმა შეიპყრეს ს. შემოქმედთან და თავი მოკვეთეს. 1820 წელს ი. აბაშიძე მეფედ აირჩიეს.
 ი. აბაშიძე მალე, როცა გურიაშიც აჯანყებამ იფეთქა და რუსული მთავრობა მას აქრობდა, იძულებული შეიქმნა ახალციხეში გახიზნულიყო, აქედან სტამბოლში, ხონთქართან აპირებდა გადასვლას. ვახტანგ ბაგრატიონის (დავით მეფის უკანონო შვილის როსტომის შვილი) მიგზავნილმა კაცებმა ი. აბაშიძე მოკლეს ახალციხეში, 1822 წელს.
 ი. იბაშიძის დედა - დარეჯანი, უმცროსი ძმა, მეუღლე ელისაბედ გურიელი და ასული ეკა 1820 წელსვე გადაასახლეს რუსეთში. გურიელის თხოვნით მეუღლე და ასული გზიდან დააბრუნეს და გურიელთან დაასახლეს, სხვები კი დაასახლეს ქ. პენზას.
 1838 წლის აღწერით, იოანე აბაშიძის მეუღლე ელისაბედი ცხოვრობს ქუთაისში, შვილი ეკა კი შორაპნის ოკრუგში და იღებს პენსიას 1000 მანეთს ასიგნაციებით.
ეკეტერინე ივანე აბაშიძის ასული იყო აკაკი წერეთლის დედა.

თავადი (იმერეთი)
Ivane son of Kaikhosro Abashidze (Prince) –1822 - nobility.pro - გენეალოგია

კომენტარები

ka    ru