ალექსანდრე დავითის ძე
ჩხეიძე
5.07.1873 - 1941
ბრიგადის გენერალი (ქართული არმიის)
იუნკერთა სკოლის მეთაური
პირველი მსოფლიო ომი
მოსკოვი
დახვრიტეს 1940 წელს კომუნისტებმა

 ალექსანდრე დავითის ძე ჩხეიძე - იუნკერთა სკოლის მეთაური. დაიბადა ქუთაისის მაზრის სოფ. კუტნიკი (?!). პირველი მსოფლიო ომის მონაწილე. 1920 წელს დაინიშნა იუნკერთა სკოლის ხელმძღვანელად და მიენიჭა ბრიგადის გენერლის წოდება. წავიდა ემიგრაციაში თურქეთში, შემდეგ პოლონეთში. მსახურობდა პოლონეთის არმიაში 1931 წლამდე. სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ ცხოვრობდა ლვოვში. 1939 წელს კომუნისტებმა დაიპყრეს ლვოვი და ჩხეიძე დააპატიმრეს როგორც "ხალხის მტერი". მოათავსეს ლვოვის ციხეში, შემდეგ გადაიყვანეს კიევში სადაც მას წაუყენეს ბრალი ქართულ არმიაში მსახურისთვის და ბრძოლისთვის კომუნისტების წინააღმდეგ. 1940 წელს გენერალი ჩხეიძე გადაიყვანეს მოსკოვში სადაც სავარაუდოდ დახვრიტეს. ყავდა მეუღლე სოფიო კვინიტაძე (გენერალი კვინიტაძის და?!), და ორი ვაჟიშვილი.

 სასწავლო ცენტრი ლინგვო.


კომენტარები

ka    ru