იოსებ ესტატეს ძე
თარხან-მოურავი
(იოსია თარხან-მოურავი, იოსებ თარხნიშვილი)
1899-1974

 იოსებ (იოსია) ესტატეს ძე თარხან-მოურავი (თარხნიშვილი) (1899-1974) - მსახიობი, რეჟისორი. 1926 წელს გადაიღეს ფილმში „მე-9 ტალღა“ ჟორჟის როლში (რეჟისორი მიხეილ ბარსკი), 1927 წელს ფილმში „მაქსიმ მაქსიმიჩი“ ლერნმონტოვის როლში.  1943 წელს წავიდა მეორე მსოფლიო ომში. მე-8 მსროლელთა დივიზიის იამპოლსკის სახელობის დივიზიის მე-7 მსროლელთა როტის მეთაური. 1944 წლის 7 ივნისს ბრძოლისას დაიჭრა მძიმედ, როგორც უწყების ბარათში წერია „დატოვეს მოწინააღმდეგის მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე, რადგანაც ეგონათ გარდაცვლილი“. ამის შედეგად იოსებ თარხან-მოურავი ტყვედ ჩაუვარდა გერმანელებს. ომის დამთავრების შემდეგმოხვდა იტალიაში, სადაც  შეხვდა მისი მეგობრის ვაჟს (სანდრო ახმეტელის შვილს), რომელმაც არ დაუჯერა კომუნისტების პროპაგანდას და არ დაბრუნდა საბჭოთა კავშირში. ხოლო ეშელონი რომლითაც ყოფილი საბჭოთა ტყვეები დაბრუნდნენ საბჭოთა კავშირში პირდაპირ გადაასახლეს ყაზახეთში. 10 წლის საბჭოთა "ლაგერში" ყოფნის შემდეგ, 1956 წელს იოსებ თარხან-მოურავი დაუბრუნდა თბილისს და ქართულ კინემატოგრაფიას. 

 1958 წელს ი. თარხან-მოურავმა ვ. ვალიშვილთან ერთად (სიმონ დოლიძის სახელოსნო) გადაიღო ფილმი „ფატიმა“ (ამ ფილმში თავის პირველი კინოროლი შეასრულა ოთარ მეღვინეთუხუცესმა), იყო მეორე რეჟისორი ისეთი შედევრი ფილმების როგორიცაა: "მამლუქი", "რაც გინახავს ვეღარ ნახავ", "დიდოსტატის მარჯვენა".

 ყავდა მეუღლე თამარა ვიქტორის ას. გამყრელიძე და ქალიშვილი ნინო (ნუნუკა) იოსების ას. თარხან-მოურავი.

 გენერალ იოსები დავითის ძე თარხან-მოურავის და ბარბარე მამუკას ას. ორბელიანის შვილიშვილი.

იოსებ ესტატეს ძე თარხან-მოურავი

თავადი (ქართლი)
Joseph Tarkhan-Mouravi - nobility.pro - გენეალოგია

gb  rs t