ENG  RUS

 აზნაურთა გვარი იმერეთში. „ერთხელ ბერი წულუკიძე ზემო იმერეთში ახლდა მეფე სოლომონ I–ს და აზნაურმა ცქიტიშვილმა შესაფერი პატივი არ სცა მის მხლებლებს. უკანასკნელთ ამაზე ბერს შესჩივლეს. რამდენიმე წლის შემდეგ ბერმა გაიარა იმ ცქიტიშვილის კარზედ, გაიხსენა ზემო აღნიშნული შემთხვევა და შევიდა მისას. ცქიტიშვილი მიეგება მხიარულად, დალოცა მისი მობრძანება და უნდოდა მუხლზედ ეკოცა, ამ დროს ბერმა ჰკრა თოფი და მოკლა...“

 სოლომონ I–მა დავით წერეთელსა და ბეჟიკი ცქიტიშვილს სასიხლო საქმის გარჩევა დაავალა თავად ნიკოლოზ წერეთელსა და მოურავ გიორგი აბდუშელიშვილს.

ლევან ბერაია

 

აბაზაძე

 აღმოსავლეთ საქართველოს ფეოდალური საგვარეულო, წარმომავლობით დაკავშირებული ჩანს IX—X სს. შიდა ქართლის–ერისთავების–ტბელების ფეოდალურ სახლთან. ვარაუდობენ, რომ აბაზაძეთა გვარის ფუძემდებელია ბორცვისჯვრის X ს. წარწერაში მოხსენებული ტბელი აბაზა.

 XI ს. პირველ ნახევარში აბაზაძეთ ეპყრათ ქართლის ...

ქავთარაძე

 ქავთარაძეები - აზნაურული გვარი საქართველოში. ქავთარაძეების გვარი ერთ–ერთ ძველ გვარად ითვლება საქართველოში. XII საუკუნის ძველ ქართულ ხელნაწერთა ძეგლის საუკეთესო ნიმუშში „სულთა მატიანეში“ მოხსენიებულია ქავთარაძეთა გვარი, როგორც მაჭახელას ხეობის ერთ–ერთი ძველი მკვიდრი გვარი.

 XII–XIII ...

ბერიძე

 ფეოდალური საგვარეულო გურიაში. ვახუშტი ბატონიშვილი „ძველთა მთავართა გვართათვის“ ბერიძეებს ასახელებს გურულ თავადებად. ბერიძეები იყვნენ აგრეთვე აზნაურები. ჩვენ არ ვიცით რამ გამოიწვია ბერიძეთა სახლის დამცრობა. ვიცით მხოლოდ ის, რომ ეს მოხდა XVII საუკუნიდან. 1664 წლამდე მესტუმრეთუხუცესის ...

ჟორდანია

 აზნაურული გვარი სამეგრელოსა და გურიაში. სახასო აზნაურები. სამეგრელოში მამულებს ფლობდნენ ცაიშში, ცნობილია აზნაური გიორგი ჟორდანია.

 1807 წელს მამია გურიელმა ლანჩხუთის მოურავობა უბოძა აზნაურ სოსია ჟორდანიას.

 იყვნენ აგრეთვე მაჭუტაძეების აზნაურები.

ლევან ბერაია

ჯაიანი

 ჯაიანთა საგვარეულო ისტორიის სარბიელზე პირველად გვხვდება XV ს. მიწურულს. ამ გვარის უძველესი წარმომადგენელია ცოტნე ჯაიანი. ამავე საუკუნეში უნდა ვივარაუდოთ ამ საგვარეულოს ჩამოყალიბება. “ჯან ან ჯააბ, იყოს თათრის ბეგი, ესე მოინათლა და დაემოყვრა მამიკუნიანთა გვართა ვანის მხრით მცხოვრებთა და მერმე ...

დიასამიძე

 ფეოდალური საგვარეულო სამცხე–საათაბაგოში. წერილობით წყაროებში 1443 წლიდან იხსენიებიან. ამ დროს სამფლობელოში ჰქონდათ ჩრდილო–აღმოსავლეთ სამცხეში. XVI ს. დასაწისში დაეუფლნენ ჯერ აბუსერიძეთა მამულს, მტბევრის სამწყოში. შემდეგ ხურსიძეთა მამულს ღობიეთს. XV ს. I ნახევარში 1548 წ. დიასამიძეებისა და ...

დადეშქელიანი

 დადეშქელიანი (დადიშქელიანი) - ფეოდალური საგვარეულო სვანეთში. იხსენიება XIII–XIV სს–დან. XVIII ს–ში დადიშქელიანებმა საბოლოოდ დასძლიეს თავიანთი მეტოქე რიჩგვიანები. დაიმორჩილეს ზემო სვანეთის დასავლეთი ანუ ხალს ქვემო ნაწილი და პატარა სამთავრო შექმნეს. რომლის ფაქტობრივი ფუძემდებელი ბაბა–ციოყი იყო ...

ჯოლია

ჯოლია - სამეგრელოს აზნაურული გვარი. XVII საუკუნეში 1652 წელს ცაიშის ეპისკოპოსად იყო დავით II ჯოლია. “ჯოლა იყო თათრის ბეგი, ესე მოვიდა წელსა 1232 მეფესთანა ქართლს და ნათელ იღო, იმას მოუბოძა ადგილნი ოდიშში და შემდგომ მან და ძეთა მისთა მიიღეს გვარად თავადნი ჯოლიაშვილები (ეხლა არ არიან თავადნი ...

ადგილობრივი მმართველობის სისტემა

 ადგილობრივი მმართველობის აპარატი ერთიანი საქართველოს სახელმწიფოს ტერიტოტიულ პრინციპზე იყო დაფუძნებული. სამეფოს ტერიტოტია სამხედრო – ადმინისტრაციული ერთეულებად – საერისთავოებად და სამეფო დომენად – იყოფოდა. საერისთავოებს სათავეში ედგნენ ერისთავები და ერისთავთ–ერისთავები, რომელთაც ხელთ ეპყრათ ...

ჯაყელი

 ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. XIII საუკუნის ბოლოდან სამცხე–სათაბაგოს მთავრები.

 „XIII–XIV სს. ჯაყელები, როგორც წარჩინებული ფეოდალები, სამცხის მთავრები არიან. გვარის სახელწოდება წარმოსგება ჯაყისწყლის ხეობაში მდებარე ჯაყის ციხიდან, ჯაყელების საგვარეულოს ფუძემდებელი ჩანს ბეშქენი. ...

ჩოლოყაშვილი

 ჩოლოყაშვილები - ფეოდალური საგვარეულო კახეთში. უწარჩინებულესი თავადები ერთ–ერთ წარჩინებულ გვართაგანი ძველ საქართველოში. კახეთის ფეოდალთა შტო. „ხოლო კახეთის ჩოლოყაშვილი და მაყასშვილი იტყვიან ირუფაქიძეობასა“.

 ჩოლოყაშვილები კახეთის  მეფის კარზე ფლობდნენ სახლთუხუცესის თანამდებობას, ამ ...

ბახუტაშვილი

 „ბახუტაშვილი 1666 წ. ჯავახიშვილების ნასყიდობის წიგნში მოხსენიებულია სახლთუხუცესად. ბახტინ ბახუტაშვილი იყო სომეხთა მოხელე ათასის თავი, გვარით ფრანგი, რომელიც ცხოვრობდა ყარაბაღისა შინა. ამათნი გვარნი მოვიდნენ კახეთსა შინა. მეფემან მიიღო აზნაურად და მუნითგან იწოდებიან ბახტინიშვილები ...

კომენტარები