ENG  RUS

50000+ სხვადასხვა გენეალოგიური მონაცემები, ბიოგრაფიები, ფოტო...

 A | B | C | D | E | F | G | H | I | J | K | L | M | N | O | P | R | S | T | U | V | W | Y | Z

А | Б | В | Г | Д | Е | Ж | З | ИК | Л | М | Н | О | П | Р | С | Т | У | Ф | Х | Ц | Ч | Ш | ЩЭ | Ю | Я

გურიის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა" [რუსულად. ორიგინალში ამ ენაზე შეადგინეს ეს სიები]

იმერეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა" [რუსულად]

ქართლ-კახეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850წ. "ბარხატნაია კნიგა" რუსულ ენაზე. სამივე წიგნი მოცემულია ისე როგორც შედგა 1850 წელს.

 აზნაურთა გვარი ოდიშში. კორნელი ბოროზდინს თავის წიგნში „სამეგრელო“ შელიები დასახელებული ჰყავს ძველ დიდებულებად, რომლებმაც დაკარგეს ძველი დიდება და დაკნინდნენ: „დადიანების ძველი გვარები–ბედიანი, ჭილაძე, ლიპარტელიანი, შელია, საბახთარები, ახლა გლეხებშიაც გვხვდება“. ისტორიულად შელიები თავადებიც ყოფილან, აზნაურებიც და გლეხებიც. კერძოდ: ნაჯაგუს შელიები თავადები იყვნენ, საჩინოელი შელიების მცირე ნაწილი – აზნაურები (მათ ევალებოდათ აფაქიძეების ხლება მგზავრობისას), ხოლო უმეტესი ნაწილი გლეხები. 1904 წ. ჩხოროწყუში, ლეჯიქეში, მოიდანახეში, ნაჯაგუში, ახუთში, ზენში, ჭოღაში, ლექარჩეში, ლეწურწუმეში, ჯვარში მოსახლე შელიები თავადები არიან, ხოლო ჭაქვინჯში მოსახლე შელიები აზნაურები.

 ე.ი. კ. ბოროზდინს შელიები დადიანების ძველ გვარად მიაჩნია, ამავე აზრს იზიარებდა არქანჯელო ლამბერტიც. რა თქმა უნდა ეს მცდარი შეხედულებაა, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ შელიები წარჩინებულ გვარს წარმოადგენდა ძველ ოდიშში.

ლევან ბერაია

 



მუსხელიშვილი

 ამათნი წინაპარნი არიან ოდიშიდგან მოსრულნი გვარითა მასხულავანნი და მერე გაუვარდათ სახელისა ცვლილებისა გამო მუსხელიშვილებად შთამომავლობათა ამისთა. დროსა მეფისა ვახტანგისას ჰსჩნდენ ესენი აზნაურად წელსა 1657  და არიან ესენიცა ტრაკტატსა შინა მოხსენებულნი აზნაურად.

 ავთანდილ მუსხელიშვილი ...

ვაჩნაძე

 ფეოდალური საგვარეულო საქართველოში კახელი თავადები კუჭატანის და ორთავე გავაზის მოურავები.

 პლატონ იოსელიანის „ცხოვრება მეფისა გიორგის მეცამეტისა“–ში მოიხსენება ავაზ ვაჩნაძე: „დიდი ვაჟკაცი ამან მოკლა თოფით ჯუნგუთაი დაღესტნელი, რომლისა თავი მიართვეს მეფესა შემდგომად ნიახურის ომისა“. ესენი ...

ნაკაშიძე

 ნაკაშიძეთა გვარი ერთ–ერთ „უწარჩინებულესი“ გვარი იყო გურიის სათავადოში, ასე იცნობს ამ საგვარეულოს ვახუშტი ბატონიშვილი.

 ქართველ თავად–აზნაურთა გვარების „აღწერაში“ დაცული ცნობით „ნაკაშ იყო ბახიჩის ადგილით, დიარბექირის წინამძღვარი და თათართაგან ეწოდა ნაკაშ, რადგან მხატვრობა იცოდა... ამის ...

ჭიჭინაძე

 აზნაურული გვარი საქართველოში. იყვნენ წულუკიძეების აზნაურები, მუხრანბატონის აზნაურები და აგრეთვე ტახტის აზნაურები. ჭიჭინაძეები კახეთში რუსთველის სადროშოში 1722 წლის ერთი საბუთის მიხედვით იყვნენ დროშის მტვირთველნი: „ამისნი დროშის მტვირთველნი ნიორიოს ჭიჭინაძენი ყოფილან და ჩვენც მათვე მივანდევით. ...

ანდრონიკაშვილი

ანდრონიკაშვილების გვარის ისტორია.

  თავადთა საგვარეულო ფეოდალურ საქართველოში. გვარში დარჩენილი გადმოცემით, ჩამომავალნი არიან ბიზანტიის იმპერატორ ანდრონიკე კომნენისა, რომლის შვილი ალექსი კახეთში დამკვიდრებულა XII ს. II ნახევარში.

  ანდრონიკაშვილების მამულები, ე.წ. „საანდრონიკო“ მოიცავდა ...

ბერაია

თეკლათელი ბერაიების ისტორია-გენეალოგია

გვარში შემორჩენილი გადმოცემის თანახმად თეკლათელი ბერაიები ყოფილან მხეიძეების აზნაურები.

 მე-18 მე-19 საუკუნეების მიჯნაზე ცხოვრობდა ორი ძმა ბერაია. ერთ-ერთი ძმა იყო მხეიძეების აზნაური თეკლათში, ხოლო მეორე ძმა იყო დადიანის მდივანი. უმთავრესი მანკი, რაც იმ ...

ანჩაბაძეთა გვარის ისტორია

 ანჩაბაძე (აფხაზურად აჩბა) აფხაზეთის უძველეს ფეოდალურ გვარად ითვლება. აფხაზური თქმულებები ერთხმად ამტკიცებენ, რომ აჩბები აფხაზეთს განაგებდნენ ჩაჩბებზე (შერვაშიძეებზე) ადრე. არსებობს ანდაზაც: „აჩბა უმჰიაკუა, ჩაჩბა უზჰიომ…”, ანუ ჯერ აჩბა თქვი და მერე ჩაჩბაო.
 როდის უნდა დაეკარგათ ანჩაბაძეებს ...

საყვარელიძე

 აზნაურული საგვარეულო იმერეთსა და ქართლში. გვარში შემორჩენილი გადმოცემის თანახმად საყვარელიძეების წინაპრები აზნაური კროჭები ყოფილან, კროჭების ოჯახს დიდებული სტუმართმასპინძლობა გაუწევიათ მათთან მისულ მეფისათვის, რომელსაც შეუძახია რა საყვარელიძენი ხართო. აქედან მოდის მათი ...

ლიონიძე

 კახეთის, ქართლისა და იმერეთის თავადაური გვარი. იოანე ბატონიშვილის ცნობით, ლეონიძეთა შორეული წინაპარი ლეკი ყოფილა, მეორე ცნობით „ლიონ თავადი იყო ძველად სომეხთა მეფეთა და ასწყდნენ გვარნი მათნი და რომელნიმე ესახლნენ კახეთთა შინა, გვარი ამათი ადრითვე და ესენიცა ამოწყდნენ“. ზ. ჭიჭინაძის ცნობით ...

გუნცაძე

 იმერეთის აზნაურული გვარი, „მთისძირელ აზნაურს გუნცაძეს სტუმრად სწვევი გურული აზნაური ჟღენტი. სტუმარ–მასპინძლები ერთმანეთს დოღში შეჯიბრებიან. მარულის შემდეგ სტუმარს საბალახოდ გაშვებული ცხენი დაკარგვია. მის ძებნაში მთელი სოფელი ჩართულა, ბოლოს იპოვეს და მიჰგვარეს პატრონს, როგორ იპოვეო უკითხავს ...

დადეშქელიანი

 დადეშქელიანი (დადიშქელიანი) - ფეოდალური საგვარეულო სვანეთში. იხსენიება XIII–XIV სს–დან. XVIII ს–ში დადიშქელიანებმა საბოლოოდ დასძლიეს თავიანთი მეტოქე რიჩგვიანები. დაიმორჩილეს ზემო სვანეთის დასავლეთი ანუ ხალს ქვემო ნაწილი და პატარა სამთავრო შექმნეს. რომლის ფაქტობრივი ფუძემდებელი ბაბა–ციოყი იყო ...

თავდგირიძე

 თავდგირიძეთა თავდაპირველი საცხოვრისი სამცხე–საათაბაგო იყო. აქ ქართლის ეპისკოპოსის სამწყსო თავადთა და სოფელთა XVI ს. დამდეგის სიაში „თაქთირისძე“ ანუ თავდგირიძე სამცხის წარჩინებულ გვარებს შორის არის დასახელებული, სამცხის მკვიდრ თავდგირიძეთა გვარის წარმომადგენელნი არიან ფოცხუერი და ამირა ...