ENG  RUS

50000+ სხვადასხვა გენეალოგიური მონაცემები, ბიოგრაფიები, ფოტო...

 A | B | C | D | E | F | G | H | I | J | K | L | M | N | O | P | R | S | T | U | V | W | Y | Z

А | Б | В | Г | Д | Е | Ж | З | ИК | Л | М | Н | О | П | Р | С | Т | У | Ф | Х | Ц | Ч | Ш | ЩЭ | Ю | Я

გურიის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა" [რუსულად. ორიგინალში ამ ენაზე შეადგინეს ეს სიები]

იმერეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა" [რუსულად]

ქართლ-კახეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850წ. "ბარხატნაია კნიგა" რუსულ ენაზე. სამივე წიგნი მოცემულია ისე როგორც შედგა 1850 წელს.

 ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. მეგრელი თავადები. მდინარე ცივის წყლიდან მარჯვნივ მხეიძეების სათავადოს შემდეგ იწყებოდა ქოჩიკაძეების სათავადო, რომელიც ზღვამდე იყო გადაჭიმული. ოდიშის ყოფილ მდივანბეგი და სენაკის პოლიციის ბოქაული იყო მაქსიმე ქოჩაკიძე (პოეტი გიორგი ჭალადიდელის მამა). მაქსიმე ბერის ძე ქოჩაკიძე იყო აგრეთვე მარტვილის მოურავი.,,თავად ქოჩაკიძეთა გვარი მომდინარეობს ქუშანგ ანუ ქოჩანგ-იდან, რომელიც `არის ადგილსა ხორასნის მხარეს ხორაზმისასა და, ოდეს ზაქარია მხარგრძელმან ბრძო ხორასნელთა დროსა თამარ მეფისასა, მაშინ ქოჩანველი მთავრის ძე, მცირე ყრმა მოიყვანა მძევლად; ესე ყრმა მონათლეს ქრისტიანედ და დაასახლეს ოდიშში და იწოდა თავადად ქოჩაქიძედ ‘’. ცნობას ქოჩაქიძეთა გვარზე ვპოულობთ 1616-1621 წლებით დათარიღებულ აფხაზეთის საკათალიკოზო გლეხების დიდ დავთარში, “ქ. წყალობითა და შეწევნითა ღმრთისათა და შვიდ ცათა უმაღლესისა ბიჭვინთისა ღმრთისმშობლისათა. არის საქოჩაქ[ი]ძეო დადიანის ბატონის ლევანის წყალობა მამული თავს ჯგალის ციხე, სასახლე’’.

ლევან ბერაია



საქართველოს სამეფოს სახელმწიფო მმართველობა

სახელმწიფოს მმართველობა XII-XIII საუკუნეებში. 
 ერთიანი საქართველოს სახწლმწიფო მმართველობა დიდ და რთულ მექანიზმს წარმოადგენდა. იგი გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფეების დროს ჩამოყალიბდა, დროთა განმავლობაში იცვლებოდა და XIII საუკუნის დასაწყისში ერთიანი, ძლიერი ფეოდალური

ნაგლაძე

 აზნაურული გვარი. თავ. ფალავანდიშვილების აზნაურები ქართლში. 1799 წლის საბუთში ნახსენებია: „...ამას წინათ ჩვენს აზნაურიშვილს ლუა [რსაბ] ნაგლაძეს თქვენთვის არზა მოურთმევნი – განთავისუფლებული ვარ და უპატრონოო. და თქვენც ოქმი გებოძებინათ: თუ შენი მოხსენებული მართალი არის ჩვენც ...

იოსელიანი

 იოსელიანი (Ioseliani, Иоселиани) - აზნაურული გვარი იმერეთში, სამეგრელოში, სვანეთში და ქართლ–კახეთში. იმერეთის სამეფო კარზე მაღალი თანამდებობები ეკავათ. მეღვინეთუხუცესის თანამდებობას ორი კაცი განაგებდა, წერეთლების გვარიდან და აზნაურ იოსელიანთა გვარიდან, მესტუმრეთუხუცესის თანამდებობაზე ...

გოგიბედაშვილი

 გოგიბედაშვილი - აზნაურული გვარი ქართლში არსებობს არზა დავით გოგიბედაშვილის გამოსაღების თაობაზე გიორგი ბატონიშვილის ოქმით, რომელიც 1780 წლის 2 აპრილსაა შედგენილი, მასში ნათქვამია: „...მე ხანდაკს ჯავახიშვილს ყმებთან არასოდეს ხარჯი არ გამიწევია. იმათთან მამას არ გაუღია და და პაპას გამოსაღები, მე ...

ნიჟარაძე

 ნიჟარაძეები - იმერეთის ფეოდალური საგვარეულო. ნიჟარაძეთა გვარის წარმომავლობის შესახებ სამი ერთმანეთისაგან განსხვავებული ცნობა არსებობს: ერთი ცნობით, ნიჟარაძეები მისულნი არიან სპარსეთიდან. მეორე ცნობით, რომელიც შემონახულია თვით ნიჟარაძეთა გვარში ისტორიული გადმოცემის სახით, ნიჟარაძეების ...

სულხანიშვილი

 სულხანიშვილები - აზნაურული გვარი კახეთში. იესე სულხანიშვილი იყო ერეკლე II–ის მოძღვარი. მისი შვილი ზაქარია კი თეკლე ბატონიშვილის მოძღვარი.

 სულხანიშვილი პაატა. აზნაური. კახეთის 1812 წლის აჯანყების მონაწილე.

 ზაქარია სულხანიშვილი. „მბეჭდავი წიგნთა, მოძღვარი დედოფლისა დარეჯანისა“. ...

სოლოღაშვილი

 „ესენი არიან ძველადვე ახალციხელნი კალმახის ადგილის გვარისანი. ამათი წინაპარნი ვინმე გათათრდა და უწოდეს სულაღად. ხოლო ამის შთამომავლობისანი, რომელთაც მიიღეს მაჰმადიანობა, მოვიდნენ საქართველოსა შინა მეფობისა ბაგრატისასა წელსა 1375–სა და მეფემან მიიღო თავადობისა ხარისხითა და ებოძა გვარადა ...

ნაკაშიძე

 ნაკაშიძეთა გვარი ერთ–ერთ „უწარჩინებულესი“ გვარი იყო გურიის სათავადოში, ასე იცნობს ამ საგვარეულოს ვახუშტი ბატონიშვილი.

 ქართველ თავად–აზნაურთა გვარების „აღწერაში“ დაცული ცნობით „ნაკაშ იყო ბახიჩის ადგილით, დიარბექირის წინამძღვარი და თათართაგან ეწოდა ნაკაშ, რადგან მხატვრობა იცოდა... ამის ...

გოშაძე

 გოშა იყო განჯელი თავადი, გვარით გოშა, მიხითარად წოდებული და, ოდეს სპარსთა დაიპყრეს ადგილნი მისნი, მაშინ მოვიდნენ ქართლსა და მეფემან უბოძა ოდიშში მამული და მიიღო თავადად გოშადვე და მის ძეთა ეწოდათ გოშაძეები წელსა 1213 და მუნიდგან იწოდებიან გოშაძეებათ.

 ყველაზე ადრინდელი ცნობა გოშაძეთა ...

ლორთქიფანიძე

 ლორთქიფანიძეთა გვარი პირველად იხსენიება XIV–XV საუკუნეებში. ამ საგვარეულოს სათავადოდ ჩამოყალიბება XVI საუკუნეშია სავარაუდებელი. XVII ს. მეორე ნახევარში იმერეთის სამეფო კარზე ჩხეიძეებთან ერთად ლორთქიფანიძეებიც პირველობენ. უკანასკნელნი ჩანს მეფემ წამოსწია ამ დროისათვის უკვე განდიდებულ ჩხეიძეთა ...

ცქიტიშვილი

 აზნაურთა გვარი იმერეთში. „ერთხელ ბერი წულუკიძე ზემო იმერეთში ახლდა მეფე სოლომონ I–ს და აზნაურმა ცქიტიშვილმა შესაფერი პატივი არ სცა მის მხლებლებს. უკანასკნელთ ამაზე ბერს შესჩივლეს. რამდენიმე წლის შემდეგ ბერმა გაიარა იმ ცქიტიშვილის კარზედ, გაიხსენა ზემო აღნიშნული შემთხვევა და შევიდა მისას. ...

ჟორდანია

 აზნაურული გვარი სამეგრელოსა და გურიაში. სახასო აზნაურები. სამეგრელოში მამულებს ფლობდნენ ცაიშში, ცნობილია აზნაური გიორგი ჟორდანია.

 1807 წელს მამია გურიელმა ლანჩხუთის მოურავობა უბოძა აზნაურ სოსია ჟორდანიას.

 იყვნენ აგრეთვე მაჭუტაძეების აზნაურები.

ლევან ბერაია