ENG  RUS

50000+ სხვადასხვა გენეალოგიური მონაცემები, ბიოგრაფიები, ფოტო...

 A | B | C | D | E | F | G | H | I | J | K | L | M | N | O | P | R | S | T | U | V | W | Y | Z

А | Б | В | Г | Д | Е | Ж | З | ИК | Л | М | Н | О | П | Р | С | Т | У | Ф | Х | Ц | Ч | Ш | ЩЭ | Ю | Я

გურიის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა" [რუსულად. ორიგინალში ამ ენაზე შეადგინეს ეს სიები]

იმერეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა" [რუსულად]

ქართლ-კახეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850წ. "ბარხატნაია კნიგა" რუსულ ენაზე. სამივე წიგნი მოცემულია ისე როგორც შედგა 1850 წელს.

 ამათი წინაპრები იყო ენუქარქუნ, რომელიცა პირველ მოსახლეობდა ყარაბაღსა შინა ადგილსა და იყო პირველი მოქალაქე მუნერული მწერალნი მეფისა“.

 სომეხთა სჯულისა, ხოლო ამათნი შთამომავლობათაგანი მოვიდნენ საქართველოს შინა და დაესახლნენ და ესენი მიღებულ იყვნენ აზნაურის პატივით მეფეთაგან, გარნა უკანასკნელ დროსა მეფისა ირაკლისასა უმეტეს წარჩინებულ იქმნენ მირზა გურგინა და ძმა მისი მირზა მიხეილა, ვინაიდგან სპარსისა და არაბულისა ენისა და წიგნისა და წერისა მეცნიერნი იყვნენ და საკუთარნი.

 ამრიგად, ენაკოლოფაშვილთა წინაპრები ყარაბახელი სომხები ყოფილან, რომლებიც საქართველოში დამკვიდრებულან და მეფის კარზე დაწინაურებულან აღმოსავლური ენების სრულყოფილად ფლობის წყალობით. ამავე მიზეზით შეურქმევიათ მათთვის ენაკოლოფა, რომელიც აზნაურის წოდების მიღების შემდეგ მათ ოფიციალურ გვარად ქცეულა (ენაკოლოფაშვილის ფორმით). ეს გვარი საისტორიო საბუთებში XVII საუკუნის 80–იანი წლებიდან ჩანს: ბეჟან ენაკოლოფაშვილი მოხსენიებულია 1688–1693 წწ. საბუთებში. ის იყო ნაზარალიხანის მდივანმწიგნობარი, დამწერი მისი რამდენიმე საბუთისა, სამეფო კარის მდწივანმწიგნობარი იყო აგრეთვე ფარემუზ ენაკოლოფაშვილი, რომლის მიერ შედგენილი საბუთები 1696–1699 წწ. თარიღდება (პალ. II, 133, 134). განსაკუთრებით დაწინაურებულან ენაკოლოფაშვილები XVIII საუკუნის მეორე ნახევარში. აზნაური მირზა აფრიამ ენაკოლოფაშვილი 1803 წ. ციციანოვისადმი მირთმეულ „მოხსენიებაში“ ჩამოთვლის იმ პატივს, რაც მას მეფეთაგან ჰქონდა: „პირველ მქონდა მირზობა მეფის ირაკლისა და მეფის გიორგისა, – წერს ის, და რუსუმი მქონდა მირზობისა ყაზახიდამ პური იბ ხარვალი, რომელ მეფე გიორგიმ ყაზახის მახთიდამ ას თეთრად გამიწესა“. ამას გარდა ის ყოფილა არახლოს ელის მოურავი და ღებულობდა ჯამაგირს შამშადალიდან, ჰქონდა ლაშქარნივისის სამოხელეო სარგო (მასალ. საქ და კავკ. ისტ. 1949 ნაკ. I. 26, გვ. 44), მირზას წოდება ნიშნავდა მეფის კარზე საქმის წარმოებას სხვადასხვა უცხო ენაზე. XVIII საუკუნის II ნახევრის საბუთებით ენაკოლოფაშვილები მეფეებისაგან ხშირად იღებენ ყმა–მამულის წყალობის წიგნებს. 1782 წ. მეფე ერეკლემ მათ უბოძა „ამოვარდნილი“ ე.ი. უმემკვიდრეოდ გადაგებული სახასო აზნაურის შალიკაშვილის მამული ქვემო ქართლში. თვითონ ენაკოლოფაშვილებიც იძენდნენ ყმებს უმამულოდ. ისინი თბილისში ცხოვრობდნენ.

 აღა–მაჰმად–ხანის მიერ თბილისის აოხრების შემდეგ ენაკოლოფაშვილები ტყვედ მოხვედრილან ირანში, მაგრამ მალე დაწინაურებულან და იქაც მაღალი თანამდებობები მიუღიათ. მათ შორის განსაკუთრებით დაწინაურდა მანუჩარ–ხანი, რომელიც ჯერ სამეფო ჰარამხანას განაგებდა, შემდეგ იყო ეშიფ–აღასობაში (ცერემონ–მაისტერი), მეფის კარის დაცვის ხელმძღვანელი, ისპაჰანის მმართველი, ბოლოს კი ლურისტანის და ხუზისტანის გამგებელი. გარდაიცვალა 1846 წელს, დაკრძალულია ყუმში (ალ, გვახარია, ერთი ფურცელი ქართულ–სპარსული ისტორიული ურთიერთობიდან: „ახლოაღმოსავლური კრებული“, თბ. 1983 გვ. 198–201). მანუჩარ–ხანის ძმა იბრაჰიმი (იგივე აბრაჰამი) გარკვეულ როლს ასრულებდა კავკასიისა და თეირანის დიპლომატიურ ურთიერთობაში, ენაკოლოფაშვილების ერთ–ერთი წარმომადგენელი რაფიელ–ხან ენაკოლოფიანი გაუცვნია ცნობილ ქართველ მოღვაწეს ლადო აღნიაშვილს ირანში ყოფნის დროს XIX საუკუნის ბოლოს, პაპაჩემს სომხური ერთი სიტყვაც არ სცოდნია და აქ გავსომხებულვართო, – უთქვამს მას ლადო აღნიაშვილისათვის (ლადო აღნიაშვილი, სპარსეთი და იქაური ქართველები, გვ. 54).

 ენაკოლოფაშვილების ერთ–ერთი უკანასკნელი შთამომავალთაგანი ივანე კონსტანტინეს ძე ენიკოლოფაოვი იყო სამუზეუმო და საარქივო საქმის სპეციალისტი, ავტორი მრავალი საინტერესო გამოკვლევისა ქართულ–რუსულ ლიტერატურულ ურთიერთობათა საკითხებზე. გარდაიცვალა თბილისში 1980 წელს. ამჟამად საქართველოში ცხოვრობს ამ გვარის მხოლოდ ორი მოქალაქე.

ლევან ბერაია



შარაშიძე

აზნაური შარაშიძეები. - „ჩვენი წინაპრები აფხაზები ყოფილან, რომლებიც წინად შერვაშიძის გვარს ატარებდნენ და ერთ–ერთ შერვაშიძეს ძველ დროში კაცი შემოკვდომია, რის გამოც ის იძულებული ყოფილა, გამოქცეულიყო აფხაზეთიდან. მას სოხუმში გაუცვნია ვიღაცა დოლიძე, რომლის რჩევითაც ის წამოსულა გურიაში და სოფელ ...

დიასამიძე

 ფეოდალური საგვარეულო სამცხე–საათაბაგოში. წერილობით წყაროებში 1443 წლიდან იხსენიებიან. ამ დროს სამფლობელოში ჰქონდათ ჩრდილო–აღმოსავლეთ სამცხეში. XVI ს. დასაწისში დაეუფლნენ ჯერ აბუსერიძეთა მამულს, მტბევრის სამწყოში. შემდეგ ხურსიძეთა მამულს ღობიეთს. XV ს. I ნახევარში 1548 წ. დიასამიძეებისა და ...

ჩარკვიანი

 აზნაურული გვარი დასავლეთ საქართველოში. სვანური წარმოშობის გვარი. 1860 წელს დიმიტრი ბაქრაძე თავისუფალი სვანეთის აზნაურთა ძველ საგვარეულოებს შორის აღნიშნავს  აზნაურ ჩარკვიანებსაც.

 როცა თავისუფალი სვანეთის მოსახლეობა აუჯანყდა თავადაზნაურობას მრავალი გვარის წარმომადგენლები და მათ ...

გარაყანიძე

 აზნაურული გვარი ქართლში. ქსნის ერისთავის აზნაურები. გარაყანიძე ცოტნე მოიხსენიება 1260–1267 წწ. საბუთში თამარ დედოფლისა გელათისადმი: „სახელთა... მე თამარ დედოფალმან სულკურთხეულისა და სანატრელისა მეფისა რუსუდანის ძისა, ყოველთა მეფეთ–მეფისა დავითის ცოლმან ... ვიყიდე სოფელი ჯიქეფონი ცოტნე ...

გოშაძე

 გოშა იყო განჯელი თავადი, გვარით გოშა, მიხითარად წოდებული და, ოდეს სპარსთა დაიპყრეს ადგილნი მისნი, მაშინ მოვიდნენ ქართლსა და მეფემან უბოძა ოდიშში მამული და მიიღო თავადად გოშადვე და მის ძეთა ეწოდათ გოშაძეები წელსა 1213 და მუნიდგან იწოდებიან გოშაძეებათ.

 ყველაზე ადრინდელი ცნობა გოშაძეთა ...

აგიაშვილი

 ფეოდალური საგვარეულო იმერეთში. მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ იმერეთის მეფის კარზე.

 XVIII საუკუნეში იმერეთის სამეფოს მთავარ სამხედრო პირებს სარდლები წარმოადგენდნენ. სოლომონ II–ის დროს იმერეთში სამი სარდალი იყო, სამხედრო ხელმძღვანელობა სამი სარდლის – წერეთლის, წულუკიძის და აგიაშვილის ...

ჩოლოყაშვილი

 ჩოლოყაშვილები - ფეოდალური საგვარეულო კახეთში. უწარჩინებულესი თავადები ერთ–ერთ წარჩინებულ გვართაგანი ძველ საქართველოში. კახეთის ფეოდალთა შტო. „ხოლო კახეთის ჩოლოყაშვილი და მაყასშვილი იტყვიან ირუფაქიძეობასა“.

 ჩოლოყაშვილები კახეთის  მეფის კარზე ფლობდნენ სახლთუხუცესის თანამდებობას, ამ ...

დადეშქელიანი

 დადეშქელიანი (დადიშქელიანი) - ფეოდალური საგვარეულო სვანეთში. იხსენიება XIII–XIV სს–დან. XVIII ს–ში დადიშქელიანებმა საბოლოოდ დასძლიეს თავიანთი მეტოქე რიჩგვიანები. დაიმორჩილეს ზემო სვანეთის დასავლეთი ანუ ხალს ქვემო ნაწილი და პატარა სამთავრო შექმნეს. რომლის ფაქტობრივი ფუძემდებელი ბაბა–ციოყი იყო ...

გუნცაძე

 იმერეთის აზნაურული გვარი, „მთისძირელ აზნაურს გუნცაძეს სტუმრად სწვევი გურული აზნაური ჟღენტი. სტუმარ–მასპინძლები ერთმანეთს დოღში შეჯიბრებიან. მარულის შემდეგ სტუმარს საბალახოდ გაშვებული ცხენი დაკარგვია. მის ძებნაში მთელი სოფელი ჩართულა, ბოლოს იპოვეს და მიჰგვარეს პატრონს, როგორ იპოვეო უკითხავს ...

ნინიაშვილი

 აზნაურული გვარი ქართლში. ჯავახიშვილების აზნაურები. ერეკლე II–ის გაგზავნილ ერთ–ერთ არზაში ვკითხულობთ „ეს ნინიაშვილები აზნაურები არიან: როგორც აზნაურიშვილის სამსახურის რიგი არის, თავეთის შეძლებით ესენი ჯავახიშვილებს ისე უნდა ემსახურონ და მეტი ჯაბრი არცა რა ჯავხიანთ უნდა მოინდომონ“.

ლევან ...

მანდატურთუხუცესი

  მანდატურთუხუცესი სამეფოს ერთ–ერთი გავლენიანი სახელოს მფლობელი, მანდატურთუხუცესი (შინაგან საქმეთა მინისტრი), საპოლიციო უწყების ხელმძღვანელი, მეფის სასახლის მთავარი მეთვალყურე და სამეფო კარის წესრიგის დამცველი იყო. მგზავრობის დროს მას მთავარი ცერემონმაისტერის როლი ეკისრებოდა. ...

ჟორდანია

 აზნაურული გვარი სამეგრელოსა და გურიაში. სახასო აზნაურები. სამეგრელოში მამულებს ფლობდნენ ცაიშში, ცნობილია აზნაური გიორგი ჟორდანია.

 1807 წელს მამია გურიელმა ლანჩხუთის მოურავობა უბოძა აზნაურ სოსია ჟორდანიას.

 იყვნენ აგრეთვე მაჭუტაძეების აზნაურები.

ლევან ბერაია