ENG  RUS

50000+ სხვადასხვა გენეალოგიური მონაცემები, ბიოგრაფიები, ფოტო...

 A | B | C | D | E | F | G | H | I | J | K | L | M | N | O | P | R | S | T | U | V | W | Y | Z

А | Б | В | Г | Д | Е | Ж | З | ИК | Л | М | Н | О | П | Р | С | Т | У | Ф | Х | Ц | Ч | Ш | ЩЭ | Ю | Я

გურიის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა" [რუსულად. ორიგინალში ამ ენაზე შეადგინეს ეს სიები]

იმერეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა" [რუსულად]

ქართლ-კახეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850წ. "ბარხატნაია კნიგა" რუსულ ენაზე. სამივე წიგნი მოცემულია ისე როგორც შედგა 1850 წელს.

 ფეოდალური საგვარეულო  საქართველოსა და რუსეთში. განსაკუთრებით დაწინაურდნენ სამეფო კარზე XVIII ს–ში, როდესაც ამ საგვარეულოს წარმომადგენლები ვახტანგ VI–ის კულტურულ მეცნიერული საქმიანობის აქტიური მონაწილეები და მეფის შვილების აღმზრდელ–მასწავლებლები გახდნენ. ძმები გიორგი და იესე გარსევანიშვილები იყვნენ ვახტანგ VI–ის შვილების ვახუშტის, ბაქარისა და გიორგის აღმზრდელები. იესე იყო სამეფო კარისა და ოქინის კარის დეკანოზი, ჯვარისმტვირთველი. 1724 წ. გარსევანიშვილები ვახტანგ VI–თან ერთად რუსეთში გადასახლდნენ და იქ მათმა შთამომავლობამ მიიღო გარსევანოვების გვარი. განსაკუთრებული დამსახურებისათვის რუსეთის მთავრობამ მათ მამულები მისცა პოლტავის, ხარკოვისა და ეკატერინოსლავის გუბერნიებში.

ლევან ბერაია

 



ჩინჩალაძე

 აზნაურული გვარი იმერეთსა და ქართლში. იმათი წინაპარნი არიან იმერეთიდან მოსრულნი დროსა განყრისასა სამსა სამეფოდ. ადგილით ჩინჩალად წოდებულისა რომლისა ან იმერელნი უწოდებენ ადგილსა ამას ჩინჩალაძისეულსა და არიან ესენიცა ცნობილ აზნაურად დროსა მეფისა ვახტანგისასა და ტრაქტატტსა შინა მოხსენიებულ. ...

ჩიჯავაძეთა სათავადო

 ჩიჯავაძეთა გვარი მეგრული წარმოშობისა უნდა იყოს. იგი ჩიჩუათა საგვარეულოს ერთ–ერთ შტოს უნდა წარმოადგენდეს. ჩიჩუას გაჩიჯავაძება, ალბათ, მისი საცხოვრისი ადგილის გადანაცვლებასთანაა დაკავშირებული. ჩიჩუას ქართული გაფორმება უნდა იყოს ჩიჯავაძე. ამ მხრივ საინტერესოა, რომ გრიგოლ კათალიკოსის 1733 წლის ...

ჟორდანია

 აზნაურული გვარი სამეგრელოსა და გურიაში. სახასო აზნაურები. სამეგრელოში მამულებს ფლობდნენ ცაიშში, ცნობილია აზნაური გიორგი ჟორდანია.

 1807 წელს მამია გურიელმა ლანჩხუთის მოურავობა უბოძა აზნაურ სოსია ჟორდანიას.

 იყვნენ აგრეთვე მაჭუტაძეების აზნაურები.

ლევან ბერაია

ღოღობერიძეების საგვარეულო

ღოღობერიძეთა სათავადოს ისტორია.

 ღოღობერიძეთა საგვარეულოს შესახებ საისტორიო წყაროებში მეტად მცირე ცნობებია შემონახული, ამიტომ ჩვენი მსჯელობა ამ საგვარეულოზე ფრაგმენტულია, ზოგჯერ მხოლოდ ზეპირგადმოცემაზე და ვარაუდებზეა დამყარებული. მაგრამ, ვფიქრობთ, ის მაინც გარკვეულ წარმოდგენას იძლევა ...

ნაკაშიძე

 ნაკაშიძეთა გვარი ერთ–ერთ „უწარჩინებულესი“ გვარი იყო გურიის სათავადოში, ასე იცნობს ამ საგვარეულოს ვახუშტი ბატონიშვილი.

 ქართველ თავად–აზნაურთა გვარების „აღწერაში“ დაცული ცნობით „ნაკაშ იყო ბახიჩის ადგილით, დიარბექირის წინამძღვარი და თათართაგან ეწოდა ნაკაშ, რადგან მხატვრობა იცოდა... ამის ...

შარაშიძე

აზნაური შარაშიძეები. - „ჩვენი წინაპრები აფხაზები ყოფილან, რომლებიც წინად შერვაშიძის გვარს ატარებდნენ და ერთ–ერთ შერვაშიძეს ძველ დროში კაცი შემოკვდომია, რის გამოც ის იძულებული ყოფილა, გამოქცეულიყო აფხაზეთიდან. მას სოხუმში გაუცვნია ვიღაცა დოლიძე, რომლის რჩევითაც ის წამოსულა გურიაში და სოფელ ...

ჩარკვიანი

 აზნაურული გვარი დასავლეთ საქართველოში. სვანური წარმოშობის გვარი. 1860 წელს დიმიტრი ბაქრაძე თავისუფალი სვანეთის აზნაურთა ძველ საგვარეულოებს შორის აღნიშნავს  აზნაურ ჩარკვიანებსაც.

 როცა თავისუფალი სვანეთის მოსახლეობა აუჯანყდა თავადაზნაურობას მრავალი გვარის წარმომადგენლები და მათ ...

გეგიძე

 აზნაურული გვარი გურიაში. მაჭუტაძეების აზნაურები. კ. ბოროზდინი სამეგრელოში“ საინტერესო ცნობას გვაწვდის გეგიძეების შესახებ“. იმერეთის მეფე სოლომონი გურიის მოსაზღვრე სოფ. საჯავახოში მისულა. თავადი მაჭუტაძე გაქანებულა მეფესთან თაყვანისსაცემად. მეფე მეტისმეტად მოფერებია და საჩუქრად რაიონში ...

ფიცხელაური

 აზნაურული გვარი ქართლში. არიან ძველადვე წინაპარნი ამათნი კავკასიის მთით მოსრულნი და მოსახლენი ქსნის ხეობასა შინა და ცნობილნი ადრევე დროსა მეფისა დავითისასა წელსა 1290–სა და შემდგომად მეფისა თეიმურაზისა და მეფისა ირაკლისაგანცა პატივცემულნი და მოხელედაცა დადგინებულნი ქსანსა შინა და არიან აწ ...

დადეშქელიანი

 დადეშქელიანი (დადიშქელიანი) - ფეოდალური საგვარეულო სვანეთში. იხსენიება XIII–XIV სს–დან. XVIII ს–ში დადიშქელიანებმა საბოლოოდ დასძლიეს თავიანთი მეტოქე რიჩგვიანები. დაიმორჩილეს ზემო სვანეთის დასავლეთი ანუ ხალს ქვემო ნაწილი და პატარა სამთავრო შექმნეს. რომლის ფაქტობრივი ფუძემდებელი ბაბა–ციოყი იყო ...

საქართველოს სამეფოს სახელმწიფო მმართველობა

სახელმწიფოს მმართველობა XII-XIII საუკუნეებში. 
 ერთიანი საქართველოს სახწლმწიფო მმართველობა დიდ და რთულ მექანიზმს წარმოადგენდა. იგი გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფეების დროს ჩამოყალიბდა, დროთა განმავლობაში იცვლებოდა და XIII საუკუნის დასაწყისში ერთიანი, ძლიერი ფეოდალური

დგებუაძე

 დგებუაძეები - ფეოდალური გვარი საქართველოში. მეგრელი თავადები, სათავადოს მფლობელები, სასახლე ჰქონდათ ოჩეში.

 „დემუნა იყო მდივანი აბგარ მეფის, რომელმნაც აღწერა ცხოვრება აბგარ მეფისა წელსა ქრისტეს აქეთ 67 და მათნი გვარნი დროს თურქთაგან დაპყრობის მოვიდნენ ახალციხეს და მუნითგან ოდიშშს და ...