ENG  RUS

50000+ სხვადასხვა გენეალოგიური მონაცემები, ბიოგრაფიები, ფოტო...

 A | B | C | D | E | F | G | H | I | J | K | L | M | N | O | P | R | S | T | U | V | W | Y | Z

А | Б | В | Г | Д | Е | Ж | З | ИК | Л | М | Н | О | П | Р | С | Т | У | Ф | Х | Ц | Ч | Ш | ЩЭ | Ю | Я

გურიის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა" [რუსულად. ორიგინალში ამ ენაზე შეადგინეს ეს სიები]

იმერეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა" [რუსულად]

ქართლ-კახეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850წ. "ბარხატნაია კნიგა" რუსულ ენაზე. სამივე წიგნი მოცემულია ისე როგორც შედგა 1850 წელს.

 აზნაურული გვარი იმერეთსა და ქართლში. იმათი წინაპარნი არიან იმერეთიდან მოსრულნი დროსა განყრისასა სამსა სამეფოდ. ადგილით ჩინჩალად წოდებულისა რომლისა ან იმერელნი უწოდებენ ადგილსა ამას ჩინჩალაძისეულსა და არიან ესენიცა ცნობილ აზნაურად დროსა მეფისა ვახტანგისასა და ტრაქტატტსა შინა მოხსენიებულ. 1727–1736 წწ. ამ გვარის წარმომადგენლები იასე ჩინჩალაძე იყო ბოქაულთუხუცესი. იყვნენ საციციანოს აზნაურები. 1747–1749 წწ. პაატა და დავით ციციშვილებმა ძამის ხეობაში აზნაურიშვილები ამოსწყვიტეს და იმ დავთარში მოხსენიებულია აზნაურიშვილი ჩინჩალაძე ერთი კომლი და აზნაურისშვილი ჩინჩალაძე სული ოთხი. გიორგი ჩინჩალაძე მოიხსენიება 1737–1757 წწ. საარქივო მასალებში. 1924 წლის აჯანყებაში მონაწილეობა მიიღო ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ჩინჩალაძემ. 36 წლის წვრილი მესაკუთრე ყოფილი მასწავლებელი, სოციალ–დემოკრატი 1917 წლიდან. მონაწილეობა მიიღო იარაღით ხელში.  მიხეილ ომიანის ძე ჩინჩალაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. ქუთაისში კონსტანტინე მკურნალის მიერ დაარსებული საშუალო სკოლის პედაგოგი.

ლევან ბერაია



ინასარიძე

 „წარჩინებული ისტორიული საგვარეულო რაჭაში, მოხსენიებულია 1401–1413 წ.

 „ამილახუარმან გვიჩივლა... ვითა პატრონისა  ამირინდო ამილახუარისა ჟამსა შიგან პატრონმან მეფემან ბაგრატ შუა დამუხდობად ღუღაბერიძე და ინასარიძე გუიბოძნა“.

 „ინანუს იყო სომეხთა მეფეთა თანამხლებელი ბაგრატიონთა ...

გარსევანიშვილი

 ფეოდალური საგვარეულო  საქართველოსა და რუსეთში. განსაკუთრებით დაწინაურდნენ სამეფო კარზე XVIII ს–ში, როდესაც ამ საგვარეულოს წარმომადგენლები ვახტანგ VI–ის კულტურულ მეცნიერული საქმიანობის აქტიური მონაწილეები და მეფის შვილების აღმზრდელ–მასწავლებლები გახდნენ. ძმები გიორგი და იესე ...

მიქელაძე

მიქელაძეთა საგვარეულოს ისტორიული ნარკვევი. 

  თავადი მიქელაძეები საქართველოს წარჩინებულ საგვარეულოთა რიცხვს მიეკუთვნებიან. იოანე ბატონიშვილი თავის თხზულებაში “შემოკლებით აღწერა საქართველოსა შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა გვარებისა” - მათი წარმოშობის შესახებ წერს შემდეგს: “მიქელაძე. ...

კარგარეთელი

 აზნაურული გვარი ქართლში. ყაფლანიშვილების  აზნაურები. ქართველ კალიგრაფთა გვარი. სვიმონ კარგარეთელი მოღვაწეობდა XVI საუკუნეში სამხრეთ საქართველოს სავანეებში. 1541 წელს გადაუწერია პოლემიკურ–დოგმატიკური სამეცნიერო კრებული.

 იესე კარგარეთელი XVII საუკუნის ...

აბულაძე

 აზნაურული გვარი ქართლსა და იმერეთში. იყვნენ ქსნის საერისთაოს აზნაურები. ქაიხოსრო აბულაძე იმერეთის სამეფო ტახტის აზნაური და სამეფო მოურავი. ქაიხოსრო აბულაძე იყო მეფე სოლომონ I–ის უახლესი მრჩეველი. ერთ–ერთი ისტორიული ცნობით, ქაიხოსრო აბულაძეს არ მოსწონდა ერეკლეს მიერ ახალციხის დაპყრობა და ...

ფიცხელაური

 აზნაურული გვარი ქართლში. არიან ძველადვე წინაპარნი ამათნი კავკასიის მთით მოსრულნი და მოსახლენი ქსნის ხეობასა შინა და ცნობილნი ადრევე დროსა მეფისა დავითისასა წელსა 1290–სა და შემდგომად მეფისა თეიმურაზისა და მეფისა ირაკლისაგანცა პატივცემულნი და მოხელედაცა დადგინებულნი ქსანსა შინა და არიან აწ ...

ლიონიძე

 კახეთის, ქართლისა და იმერეთის თავადაური გვარი. იოანე ბატონიშვილის ცნობით, ლეონიძეთა შორეული წინაპარი ლეკი ყოფილა, მეორე ცნობით „ლიონ თავადი იყო ძველად სომეხთა მეფეთა და ასწყდნენ გვარნი მათნი და რომელნიმე ესახლნენ კახეთთა შინა, გვარი ამათი ადრითვე და ესენიცა ამოწყდნენ“. ზ. ჭიჭინაძის ცნობით ...

ჩარკვიანი

 აზნაურული გვარი დასავლეთ საქართველოში. სვანური წარმოშობის გვარი. 1860 წელს დიმიტრი ბაქრაძე თავისუფალი სვანეთის აზნაურთა ძველ საგვარეულოებს შორის აღნიშნავს  აზნაურ ჩარკვიანებსაც.

 როცა თავისუფალი სვანეთის მოსახლეობა აუჯანყდა თავადაზნაურობას მრავალი გვარის წარმომადგენლები და მათ ...

სოტკილავების გვარის ისტორია

 სოტკილავების, ანუ იგივე ჩარკვიანების ძირი და საგვარეულო კოშკი ლატალშია. სვანეთში ძირითადად ყოველთვის იბრძოდა ბატონობისთვის ჩარკვიანებისა და დადეშქელიანების თავადური გვარები, მაგრამ ჩარკვიანები სხვა ადგილებშიც იყვნენ დასახლებული. როდესაც თავისუფალი სვანეთის მოსახლეობა ...

ჩიქოვანი

ჩიქოვანების გვარის ისტორია

 ჩიქოვანთა ანუ ჩიქვანთა სათავადო დაახლოებით იმ დროს უნდა წარმოქმნილიყო, როცა ამ საგვარეულოს ერთი შტო გადადიანდა, ეს კი XVII საუკუნის 80–იან წლებში მოხდა.

 XVII ს. პირველ ნახევარში ჩიქოვანები ჯერ კიდევ „მდაბალი“ აზნაურები იყვნენ. ამ საგვარეულოს ცნობილი ...

შელია

 აზნაურთა გვარი ოდიშში. კორნელი ბოროზდინს თავის წიგნში „სამეგრელო“ შელიები დასახელებული ჰყავს ძველ დიდებულებად, რომლებმაც დაკარგეს ძველი დიდება და დაკნინდნენ: „დადიანების ძველი გვარები–ბედიანი, ჭილაძე, ლიპარტელიანი, შელია, საბახთარები, ახლა გლეხებშიაც გვხვდება“. ისტორიულად შელიები თავადებიც ...