ENG  RUS

50000+ სხვადასხვა გენეალოგიური მონაცემები, ბიოგრაფიები, ფოტო...

 A | B | C | D | E | F | G | H | I | J | K | L | M | N | O | P | R | S | T | U | V | W | Y | Z

А | Б | В | Г | Д | Е | Ж | З | ИК | Л | М | Н | О | П | Р | С | Т | У | Ф | Х | Ц | Ч | Ш | ЩЭ | Ю | Я

გურიის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა" [რუსულად. ორიგინალში ამ ენაზე შეადგინეს ეს სიები]

იმერეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა" [რუსულად]

ქართლ-კახეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850წ. "ბარხატნაია კნიგა" რუსულ ენაზე. სამივე წიგნი მოცემულია ისე როგორც შედგა 1850 წელს.

გიორგი გაბრიელის ძე
ჭილაშვილი
თბილისი - სანქტ-პეტერბურგი
სტატსკი სოვეტნიკი (სამოქალაქო მრჩეველი)

 იაგორ (გიორგი) გაბრიელის (გლახას) ძე ჭილაშვილი (1790 - 1838) - სტატსკი სოვეტნიკი (სამოქალაქო მრჩეველი), თვალსაჩინო ფიგურა 1820-1830 იან წლების საქართველოს პოლიტიკურ-ადმინისტრაციულ ცხოვრებაში. იურდიული განათლება მიღებული ჰქონდა პეტერბურგში. 1815 წლიდან იყო წევრი ალ. ლაბზინის მასონური ლოჟის. 1821 წლიდან იაგორ ჭილაშვილი საქართველოშია და სხვადასხვა მაღალი თანამდებობები უჭირავს (საქართველოს უზენაესი მთავრობის პროკურორი, თბილისის სამხედრო კანცელარიის მმართველი და სხვ.) 1832 წლის შეთქმულების მონაწილეები გამარჯვების შემთხვევაში ი. ჭილაშვილს შინაგან საქმეთა და განათლების მინისტრად უპირებდნენ დანიშვნას. იგი თავის დროის უაღრესად განათლებულ ადამიანად ითვლებოდა. მისი ნაშრომი ბუნებითი სამართლის შესახებ მეტყველებს ავტორის ღრმა იურდიულ ფილოსოფიურ განსწავლულობაზე. ი. ჭილაშვილს ფრანგულიდან რუსულ ენაზე ნათარგმნი აქვს შ. მონტესკიეს და გ. მაბლის ცალკეული თხზულებები... იაგორ ჭილაშვილი იყო დიმიტრი ყიფიანის სიმამრი.

საშვილიშვილო მოკავშირე დიმიტრი ყიფიანი. თბილისი 2007

P.S. იაგორ - გიორგი ჭილაშვილის მეუღლე (დიმიტრი ყიფიანის სიდედრი) იყო პრასკოვია პეტრეს ას. პოპოვა (Попова Прасковья Петровна).

ტახტის - აზნაური (ქართლი)
გიორგი (იაგორ) ჭილაშვილის ნათესავები, გენეალოგია


წერეთელი ფილიმონ გრიგოლის ძე

სახელი, მამის სახელი:
ფილიმონ გრიგოლის ძე
გვარი
წერეთელი
სხვა სახელი, გვარი
Filimon son of Grigol Tsereteli
დაბ.-გარდ. თარიღები
უცნობია
ცხოვრობდა
ვარშავა
სამოქალაქო ჩინი
დეისტვიტელნი სტატსკი სოვეტნიკი (ნამდვილი სამოქალაქო მრჩეველი)
თანამდებობა, სახელო
ვარშავის სამხედრო საოლქო სასამართლოს მოსამართლე
ორდენი, ჯილდო
  • წმ. ანას მეორე ხარისხის იმპერატორის გვირგვინით
  • წმ. სტანისლავის მეორე ხარისხის

ბაგრატიონი ალექსანდრე ივანეს ძე

სახელი, მამის სახელი:
ალექსანდრე ივანეს ძე
გვარი
ბაგრატიონი
ცხოვრობდა
ღვანკითი - თბილისი
სამოქალაქო ჩინი
სტატსკი სოვეტნიკი (სამოქალაქო მრჩეველი)
თანამდებობა, სახელო
შორაპნის მაზრის თავად-აზნაურობის წინამძღოლი
ფოტო
შორაპნის მაზრის მარშალი ბაგრატიონი ალექსანდრე
შორაპნის მაზრის მარშალი ბაგრატიონი ალექსანდრე

დიასამიძე ნიკოლოზ დავითის ძე

სახელი, მამის სახელი:
ნიკოლოზ დავითის ძე
გვარი
დიასამიძე

ნიკოლოზ (ნიკო, ნიკა) დავითის ძე დიასამიძე - თეატრალური და საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი...

ფოტო
ნიკო დიასამიძე
ნიკო დიასამიძე

მამაცაშვილი იოსებ ქრისტეფორეს ძე

სახელი, მამის სახელი:
იოსებ ქრისტეფორეს ძე
გვარი
მამაცაშვილი
ცხოვრობდა
  • თბილისი - ვიატკა - გორი
  • თბილისი - ვიატკა - გორი - რუისი
სამოქალაქო ჩინი
დეისტვიტელნი სტატსკი სოვეტნიკი (ნამდვილი სამოქალაქო მრჩეველი)
ფოტო
გენერალი ქრისტეფორე იოსების ძე მამაცაშვილი
გენერალი ქრისტეფორე იოსების ძე მამაცაშვილი

ციციშვილი მარიამ გიორგის ას.

სახელი, მამის სახელი:
მარიამ გიორგის ას.
გვარი
ციციშვილი
დაბ.-გარდ. თარიღები
1768 - 1850

მარიამ დედოფალი. საქართველოს უკანასკნელი დედოფალი. გიორგი ციციშვილის ასული...

ფოტო
საქართველოს უკანასკნელი დედოფალი მარიამ
საქართველოს უკანასკნელი დედოფალი მარიამ

ჭავჭავაძე პაატა ბესპაზის ძე

სახელი, მამის სახელი:
პაატა ბესპაზის ძე
გვარი
ჭავჭავაძე
დაბ.-გარდ. თარიღები
1771 - ?

ესენი ყველაზე სახიფათო, მშვიდობიანობისათვის მავნე ხალხია, გამუდმებით ადგენენ გაბედულ შეთქმულებებს და ცხოველი მიმოწერა აქვთ ალექსანდრე ბატონიშვილთან...