ENG  RUS

50000+ სხვადასხვა გენეალოგიური მონაცემები, ბიოგრაფიები, ფოტო...

 A | B | C | D | E | F | G | H | I | J | K | L | M | N | O | P | R | S | T | U | V | W | Y | Z

А | Б | В | Г | Д | Е | Ж | З | ИК | Л | М | Н | О | П | Р | С | Т | У | Ф | Х | Ц | Ч | Ш | ЩЭ | Ю | Я

გურიის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა" [რუსულად. ორიგინალში ამ ენაზე შეადგინეს ეს სიები]

იმერეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა" [რუსულად]

ქართლ-კახეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850წ. "ბარხატნაია კნიგა" რუსულ ენაზე. სამივე წიგნი მოცემულია ისე როგორც შედგა 1850 წელს.

ქაიხოსრო ივანეს ძე
ყიფიანი
ქვიშხეთი - სურამი
პრაპორშჩიკი
  • რუსეთ-თურქეთის 1828-1829
  • რუსეთ-თურქეთის 1853-1856
  • რუსეთ-ირანის 1826-1828

 ქაიხოსრო ივანეს (ქოჩოს) ძე ყიფიანი (1795-1869) - დიმიტრი ყიფიანის ძმა. აქტიურად მონაწილეობდა იმერლების დაფიცებაში რუსეთის იმპერატორის ერთგულებაზე, რის გამოც 1810 წელს ჯილდოზეა წარდგენილი. შემდგომში მსახურობდა ქართულ მილიციაში და მონაწილეობდა სამხედრო ოპერაციებში: იმერეთის 1819-1820 წწ. აჯანყების ჩაქრობაში, რუსეთ-ირანის 1826-1828 წწ., რუსეთ-ოსმალეთის 1828-1829 წწ. ომებში, რისთვისაც 1829 წელს პრაპორშჩიკის სამხედრო ხარისხი ებოძა. 1839-1840 წწ. ქაიხოსრო ყიფიანი ხეფინისხევის ბოქაულია, 1841-1851 წწ. საუბნო მსაჯულის თანაშემწეა, 1851 წლიდან კი სურამის საბაჟო პოსტზე მსახურობს ზედამხედველის თანაშემწედ. 1854 წელს ქაიხოსრო ისევ ბრძოლის ველზეა - ყირიმის ომში. 1854 წლის 2 აგვისტოს გენერალი ვასილ ბებუთოვი სწერდა დიმიტრი ყიფიანს: შენი ძმა - ქაიხოსრო - 24 ივლისს ქურუქ-დარაში იბრძოდა, მსუბუქად დაიჭრა, მაგრამ სხვა მხრივ კარგად არისო. ქაიხოსრო ყიფიანი დაქორწინებული იყო აზნ. ეფემია კორინთელზე, ყავდათ 10 შვილი, რომელთაგან 1888 წელს შვიდია ცოცხალი, ამათგან ზოგიერთმა (დავითმა, მიხეილ-მიშო, ეფროსინე კლდიაშვილისა...) შესამჩნევი კვალი დატოვა საქართველოს საზოგადოებრივ-კულტურულ ცხოვრებაში.

 ქაიხოსროს შვილიშვილია ლევან დავითის ძე ყიფიანი

საშვილიშვილო მოკავშირე დიმიტრი ყიფიანი. თბილისი 2007

ტახტის - აზნაური (ქართლი)


მაჩაბელი გიორგი სიმონის ძე

სახელი, მამის სახელი:
გიორგი სიმონის ძე
გვარი
მაჩაბელი
სამხედრო ჩინი
შტაბს-როტმისტრი
მონაწილეობდა ომებში
რუსეთ-თურქეთის 1853-1856
ორდენი, ჯილდო
წმ. გიორგის (ხარისხი უცნობია)

იური ჩიქოვანი

სახელი, მამის სახელი:
იური კონსტანტინეს ძე
გვარი
ჩიქოვანი
დაბ.-გარდ. თარიღები
1937-2018
დაბადების ადგილი
სანქტ-პეტერბურგი

ბაგრატიონ-გრუზინსკი გრიგოლ იოანეს ძე

სახელი, მამის სახელი:
გრიგოლ იოანეს ძე
გვარი
ბაგრატიონი
სხვა სახელი, გვარი
გრიგოლ იოანეს ძე ბაგრატიონ-გრუზინსკი
დაბ.-გარდ. თარიღები
1789 - 1830
სამხედრო ჩინი
პოდპოლკოვნიკი

საქართველოს ტახტის მემკვიდრე. 1812 წელს აჯანყებულებმა იგი გამოცხადეს მეფედ...

ფოტო
მამა - იოანე ბატონიშვილი
მამა - იოანე ბატონიშვილი

ჯავახიშვილი ესტატე თეიმურაზის ძე

სახელი, მამის სახელი:
ესტატე თეიმურაზის ძე
გვარი
ჯავახიშვილი
დაბ.-გარდ. თარიღები
1772 - 1833
ფაქტი, მოვლენა
1832 წლის აჯანყების მონაწილე
სამხედრო ჩინი
პორუჩიკი

საქართველო რომ განთავისუფლდეს და ხელმწიფემ მე ჩამაბაროს ბატონიშვილების საქართველოში წაყვანა, მე მათ კავკავამდე მოვიყვანდი და იქ ყველას თერგში გადავყრიდიო...

ფოტო
თავად ჯავახიშვილების გერბი
თავად ჯავახიშვილების გერბი

ჭავჭავაძე ნიკოლოზ მელქისედეკის ძე

სახელი, მამის სახელი:
ნიკოლოზ მელქისედეკის ძე
გვარი
ჭავჭავაძე
ცხოვრობდა
თბილისი - ყვარელი
სამხედრო ჩინი
გენერალ-მაიორი
მონაწილეობდა ომებში
პირველი მსოფლიო ომი
ორდენი, ჯილდო
  • წმ. ანას მესამე ხარისხი
  • წმ. გიორგის მესამე ხარისხის
  • წმ. სტანისლავის მესამე ხარისხი

ჭავჭავაძე არჩილ გულბაათის ძე

სახელი, მამის სახელი:
არჩილ გულბაათის ძე
გვარი
ჭავჭავაძე
დაბ.-გარდ. თარიღები
1841 - 1902
სამხედრო ჩინი
გენერალ-მაიორი
ორდენი, ჯილდო
წმ. გიორგის მეოთხე ხარისხის
ფოტო
გენერალი არჩილ ჭავჭავაძე
გენერალი არჩილ ჭავჭავაძე