დადიანი ნიკოლოზ გიორგის ძე
- ნიკო გიორგის ძე
- დადიანი
- დიდი ნიკო
-
ნიკოლოზ (ნიკო) გიორგის ძე დადიანი (დაახლ. 1780 - 1834) - ისტორიკოსი, მწერალი, მსაჯული, დიპლომატი, თანამედროვეთა და შთამომავალთაგან "დიდ ნიკოდ" წოდებული. 1804 წლიდან - სამეგრელოს უმაღლესი საგამგებლო საბჭოს წევრი. 1805 წ. ხელმძღვანელობდა დეპუტაციას, რომელიც პეტერბურგში ალექსანდრე I-თან იმყოფებოდა რუსეთ-საქართველოს (სამეგრელოს სამთავროს) პოლიტიკურ ურთიერთობათა მოსაგვარებლად. საერთოდ ნ. დადიანი პოლიტიკურ ასპარეზზე ენერგიულად იღწვოდა დასავლეთ საქართველოში ოსმალეთის გავლენის შესუსტების და რუსული ორიენტაციის გაძლიერებისათვის. არაერთი ომის მონაწილე, რისთვისაც გენერალ-მაიორობა ებოძა (განსაკუთრებით ისახელა თავი 1828-1829 წწ. რუსეთ-ოსმალეთის ომში); წლების მანძილზე იყო სამეგრელოს სამთავროს მსაჯულთუხუცესი (მდივანბეგთუხუცესი). ნიკო დადიანი ავტორია არაერთი ისტორიული თხზულებისა, რომელთაგან განსაკუთრებით საინტერესოა "ქართველთ ცხოვრება".
ნიკო დადიანის მეუღლე იყო 1) მარიამ ერისთავი; 2) აფხაზი თავადის ასული ეკატერინე მარშანია (იური ჩიქოვანის წიგნიდან). ნიკო დადიანი გარდაიცვალა 1834 წელს, დაკრძალულია მარტვილის საკათედრო ტაძარში. - სამეგრელოს მთავართა სახლი
-
ორბელიანი გუქა დიმიტრის ას.
- სახელი, მამის სახელი:
- გულქან დიმიტრის ას.
- გვარი
- ორბელიანი
- სხვა სახელი, გვარი
- გუქა ორბელიანი; გუქა ნათალიშვილი
-
გუქა დიმიტრის ასული ნათალიშვილი. დიმიტრი ორბელიანის ასული და აზნ. გორჯასპი ნათალიშვილის - ფარეშთუხუცესის გივი ნათალიშვლის ვაჟის - მეუღლე (პუპლიას მამიდა). ალექსანდრე ჭავჭავაძე უჩვენებს: როცა ...
მაღალაშვილი ლევან ლუარსაბის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ლევან ლუარსაბის ძე
- გვარი
- მაღალაშვილი
-
ლევან ლუარსაბის ძე მაღალაშვილი (1879-1926) - გენერალ-ლეიტენანტი. სწავლობდა ნიკოლაევსკის კავალეროსანთა სკოლაში, შემდეგ პაჟთა კორპუსი. ხორუნჟი თერგის კაზაკთა რაზმის, მონაწილეობდა 1900-1901 წწ. ...
- ფოტო
-
გენერალი ლევან მაღალოვი (მაღალაშვილი)
ბარათაშვილი ბარამ ფარემუზის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ბარამ ფარემუზის ძე
- გვარი
- ბარათაშვილი
-
ბარამ ფარემუზის (გერმანოზის?!) ძე ბარათაშვილი. ფარნაოზ ბატონიშვილის თანშეზრდილი, გადაჰყვა მას და იულონს იმერეთში 1801 (?) წელს. 1805 წ. 11 იანვარს დააპატიმრეს ციციანოვის განკარგულებით, 1806 წ. ...
მაჩაბელი ლუარსაბ გიორგის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ლუარსაბ გიორგის ძე
- გვარი
- მაჩაბელი
-
ლუარსაბ გიორგის ძე მაჩაბელი - იულონ ბატონიშვილის მომხრე. 1801 წლის 1 თებერვალს კნორინგი მოახსენებს იმპერატორს, რომ იულონი იცნეს მეფედო და ჩამოთვლის 16 კაცს, რომელთაც იულონის ერთგულებაზე ...
თუმანიშვილი იასონ (იაზონ) დიმიტრის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- იასონ დიმიტრის ძე
- გვარი
- თუმანიშვილი
- სხვა სახელი, გვარი
- იაზონ დიმიტრის ძე თუმანიშვილი; იასონ ჯიმშერის ძე თუმანიშვილი
-
იასონ (იაზონ) დიმიტრის (ჯიმშერის) ძე თუმანიშვილი (? - 1883) - თეატრის დირექტორი თბილისში (1863 - 1867), თბილისის ქალაქის თავი (მოურავი) 1870 - 1875 წლებში. "ქშწ-კგ საზოგადოების" დამფუძნებელი წევრი. ...
ერისთავი კონსტანტინე დავითის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- კონსტანტინე დავითის ძე
- გვარი
- ერისთავი
- დაბ.-გარდ. თარიღები
- 1889-1975
-
საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, პროფესორი კ.დ. ერისთავი დაიბადა 1889 წელს ვანის რაიონში აზნაურის ოჯახში. საშუალო განათელება მიიღო ქუთაისში, რის შემდეგ იურიევის უნივერსიტეტის ...
გოლიცინი პეტრე ალექსის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- პეტრე ალექსის ძე
- გვარი
- გოლიცინი
-
პეტრე ალექსის ძე გოლიცინი (Петр Алексеевич Голицын) - 1832 წ. შეთქმულების მონაწილენი (გიორგი რევაზის ძე ერისთავი, ზაქარია ჩოლოყაშვილი, ვახტანგ ორბელიანი) თავიანთ ჩვენებებში ასახელებენ პ. ...
სიდამონ-ერისთავი ზაქარია შიოს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ზაქარია შიოს ძე
- გვარი
- სიდამონ-ერისთავი
- სხვა სახელი, გვარი
- სიდამონიძე ზაქარია; ლალიხანაშვილი ზაქარია
-
სიდამონიძე ზაქარია შიოს ძე (1763 – 1833). სწავლობდა თელავში. იცოდა ქართული, სომხური, თათრული და რუსული ენები. ერეკლე II - ის დროს ასრულებდა მდივნის მოვალეობას. 1796 წელს კათალიკოსმა აკურთხა ...
მამაცაშვილი კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე
- გვარი
- მამაცაშვილი
-
კონსტანტინე ქაიხოსროს (ქრისტეფორეს) ძე მამაცაშვილი (1818-1900) - გენერალ ლეიტენანტი, "ქშწ-კგ საზოგადოების" დამფუძნებელი წევრი, თანამშრომლობდა ქართულ პრესასთან (დროება, ივერია და სხვ.). ...
- ფოტო
-
გენერალი მამაცაშვილი კონსტანტინე
კლდიაშვილი სიმონ გრიგოლის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- სიმონ გრიგოლის ძე
- გვარი
- კლდიაშვილი
-
სიმონ გრიგოლის ძე კლდიაშვილი (1865-1920) - თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიის (ამჟამად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) შენობის ხუროთმოძღვარი.
დიმიტრი ყიფიანის ...
ბაგრატიონ-გრუზინსკაია გაიანე გიორგის ას.
- სახელი, მამის სახელი:
- გაიანე გიორგის ას.
- გვარი
- ბაგრატიონი
-
გაიანე ბატონიშვილი, გიორგი XII-ის და მისი I მეუღლის ქეთევან ანდრონიკაშვილის ასული. ეპიტაფიის მიხედვით გარდაიცვალა 1820 წ. 22 ივლისს 35 წლისა. მაშასადამე დაბადებულა 1785 წელს. ეს კი სწორი ...
ნათალიშვილი გორჯასპი გივის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- გორჯასპ გივის ძე
- გვარი
- ნათალიშვილი
-
გორჯასპი გივის ძე ნათალიშვილი - ფარეშთუხუცესი გივი ნათალიშვილის ვაჟი. 1803 წელს ულუმბოს მთაზეა მისული მალხაზ ანდრონიკოვთან ერთად, აქედან იულონ და ფარნაოზ ბატონიშვილების სახელით სოლომონ ამირეჯიბს ...