ENG  RUS

50000+ სხვადასხვა გენეალოგიური მონაცემები, ბიოგრაფიები, ფოტო...

 A | B | C | D | E | F | G | H | I | J | K | L | M | N | O | P | R | S | T | U | V | W | Y | Z

А | Б | В | Г | Д | Е | Ж | З | ИК | Л | М | Н | О | П | Р | С | Т | У | Ф | Х | Ц | Ч | Ш | ЩЭ | Ю | Я

გურიის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა" [რუსულად. ორიგინალში ამ ენაზე შეადგინეს ეს სიები]

იმერეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა" [რუსულად]

ქართლ-კახეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850წ. "ბარხატნაია კნიგა" რუსულ ენაზე. სამივე წიგნი მოცემულია ისე როგორც შედგა 1850 წელს.

სოლომონ შანშეს ძე
ბაგრატიონ-დავითაშვილი
სოლომონ ბაგრატიონ-დავითიშვილი

 სოლომონ შანშეს ძე ბაგრატიონ–დავითაშვილი. ამათი ოჯახი ცხოვრობდა ს. ხელთუბანს. 1804 წ. მეფის მთავრობამ 30 ქართველი შეიპყრო და ჩასვა ნარიყალას ციხეში, ამათ შორის იყო „სოლომონ, შანშე ამილახვრის ძე, დავითის შვილი, თავადი“. ამან ლურსმნით გამოთხარა კედელი და პატიმრები გამოაპარა (ბაგრატ ბატონიშვილი).

სოლომონ ბაგრატიონ–დავითაშვილი საქართველოდან გაიქცა თეიმურაზ ბატონიშვილთან ერთად (1803 წლის თებერვლის უწინარეს); შემდეგ მიაღწია ალექსანდრე ბატონიშვილთან; ბაბახანის მოთხოვნით გაგზავნეს თეირანს. აქედან ბატონიშვილმა ალექსანდრემ გაგზავნა ის იულონ ბატონიშვილსა და მეფე სოლომონთან; მაგრამ თრიალეთზე ლეკებმა შეიპყრეს, აქედან ის გაემგზავრა იმერეთს, სადაც ხელთ იგდო სახლთუხუცესმა წერეთელმა. სოლომონ მეფის კაცების თანხლებით იგი ვახანის ციხეში მოიყვანეს, ხოლო 1804 წლის ივლისში სურამში გადმოიყვანეს.

 სოლომონს (ზოგჯერ ის შანშიევად არის მოხსენიებული) მოჰქომდა ალექსანდრე ბატონიშვილის წერილები სოლომონ მეფესა და ბატონიშვილებთან და შაჰის ფირმანი – ქართლის თავდადებისადმი, რომელშიაც ალექსანდრე ითხოვდა მათგან დახმარებას, როცა სპარსეთიდან ჯარით გამოჩნდებოდა. სოლომონი 1806 წ. თავდებით გაათავისუფლეს.

თავადი (ქართლი)
მაქსიმე ბერძნიშვილი - მასალები XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვის II ტომი.


აფხაზი ანტონ ნიკოლოზის ძე

სახელი, მამის სახელი:
ანტონ ნიკოლოზის ძე
გვარი
აფხაზი
ფაქტი, მოვლენა
1832 წლის აჯანყების მონაწილე
სამხედრო ჩინი
პოდპორუჩიკი

ანტონ ნიკოლოზის ძე აფხაზი (1806–1837). პოდპორუჩიკი. 1832 წ. შეთქმულების მონაწილე. ძმა გენერალ...

შალიკაშვილი დიმიტრი იოსების ძე

სახელი, მამის სახელი:
დიმიტრი იოსების ძე
გვარი
შალიკაშვილი
დაბ.-გარდ. თარიღები
16.02.1896 - 8.03.1978

პოლონეთის ოკუპაციის შემდეგ ფაშისტების მიერ, მსახურობდა ჰიტლერის მიერ შექმნილ ქართულ ბატალიონში...

ფოტო
დიმიტრი შალიკაშვილი
დიმიტრი შალიკაშვილი

გაბაშვილი ფრანგისტან ანდრიას ძე

სახელი, მამის სახელი:
ფრანგისტან ანდრიას ძე
გვარი
გაბაშვილი
დაბადების ადგილი
ერტისი
ცხოვრობდა
თბილისი - ერტისი - კიევი
სამხედრო ჩინი
გენერალ-მაიორი
ფოტო
გენერალი ფრანგისტან გაბაშვილი, ყარსის შტურმის ერთერთი გმირი
გენერალი ფრანგისტან გაბაშვილი, ყარსის შტურმის ერთერთი გმირი

ჭავჭავაძე ნიკოლოზ დიმიტრის ძე

სახელი, მამის სახელი:
ნიკოლოზ დიმიტრის ძე
გვარი
ჭავჭავაძე
ცხოვრობდა
თბილისი
სამოქალაქო ჩინი
დეისტვიტელნი სტატსკი სოვეტნიკი (ნამდვილი სამოქალაქო მრჩეველი)
თანამდებობა, სახელო
  • თბილისის ვიცე-გუბერნატორი
  • თბილისის სასამართლო პალატის სამოქალაქო დეპარტამენტის თავჯდომარე