× სხვადასხვა ომების მონაწილეები საქართველოდან

კრწანისი, ნიახურა, ასპინძა

  • Mate
  • Mate аватар Автор темы
  • Ушел
  • Администратор
  • Администратор
Больше
3 года 4 мес. назад - 2 года 9 мес. назад #14 от Mate
Mate создал эту тему: კრწანისი, ნიახურა, ასპინძა
კრწანისის, ნიახურას, ასპინძის ბრძოლების მონაწილეები

აბაშიძე იოანე ზაალის ძე . მეფე ერეკლეს ცოლის ძმა, გიორგი მეთორმეტეს ბიძა

ამილახვარი ოთარ რევაზის ძე. საამილახროს მეთაური, ზემო ქართლის სადროშოს სარდალი. გორის მოურავი

ანდრონიკაშვილი ზაქარია. სარდალი, ქიზიყის მოურავი

ბაგრატიონი ალმასხან (ვახტანგ) ერეკლეს ძე. ისტორიაში ცნობილი 300 არაგველთა რაზმის მეთაური

ბაგრატიონი დავით გიორგის ძე. ტახტის მემკვიდრე. კრწანისის ომში არტილერიის მეთაური. შემდგომ გენერალი და სენატორი.

ბაგრატიონი იოანე გიორგის ძე, ისტორიაში ცნობილია როგორც იოანე ბატონიშვილი. მეფე გიორგის შვილი

ბაგრატიონი სოლომონ. იმერეთის მეფე, ერეკლეს შვილიშვილი

ბაგრატიონ-მუხრანელი იოანე კონსტანტინეს ძე. მეფე ერეკლეს სიძე

ბორტიშვილი-მაჩაბელი ზაზა მიმბაში. მეფე უწოდებდა მას "შევარდენ"-ს მონაწილეობდა ასპინძის ომშიც. ასპინძის ომის დროს როდესაც მეფის ძე გიორგი თხოვდა დახმარებას ტოტლებენს ზაზამ შეუძახა "დაანებე მაგ მამა-ძაღლს, წამობრძანდით, ჩვენ შევებმებით და გავიმარჯვებთო". ზაზა მაჩაბელი შეიპყრე რუსებმა, მოკვდა ციხეში 1810 წელს.

გურამიშვილი გიორგი გიორგის ძე. უზბაში შემდეგ არტილერიის მაიორი.

გურამიშვილი გიორგი (გოგია) სოლომონის ძე

ერისთავი-ქსნის გიორგი იესეს ძე. შემდეგ ინფანტერიის გენერალი და სენატორი.
ორბელიანი ზაალ დიმიტრის ძე

წერეთელი ზურაბ. იმერეთის ჯარების სარდალი

ჩერქეზიშვილი ფირან. გადაარჩინა სიონის ტაძრის ნივთები
Последнее редактирование: 2 года 9 мес. назад от Mate.

Пожалуйста Войти или Регистрация, чтобы присоединиться к беседе.